ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ თქვა, რომ მის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესო ბარსელონელი სერხიო ბუსკეტსია. „რეალისა” და „ბარსას” ქიშპიდან გამომდინარე კაზემიროს ასეთმა ნათქვამმა ბევრი გააოცა.
„ჩემს პოიციაზე ბევრი ვარსკვლავი არ არის ასარჩევად რომ იყოს საქმე, მაგრამ თუ ერთის გამორჩევას მთხოვთ, სერხიო ბუსკეტსს დავასახელებდი. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ძალიან ძლიერები არიან კანტე და პოგბაც”.
რაც შეეხება ბრაზილიელთა ვარსკვლავ ნეიმარს… ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაოპერაციები ჩავიდა და ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში მეტოქეებისგან ბევრი მოხვდა. ამის მიუხედავად კაზემიროს სწამს რომ ნეიმარმა კარგად იცის როგორ უნდა მოუაროს თავს.
„ნეიმარს არავის დაცვა არ სჭირდება. ის ზეწოლას დაჩვეულია და კარგად იცის როგორ გაუმკლავდეს მას. მან კარგად იცის, რომ თუ ცუდად ითამაშებს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ, ხოლო თუ მაგალითად დიდებულ გოლს გაიტანს, საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადებენ” — თქვა კაზემირომ.