ჩინურმა კლუბმა რომელსაც ზუსტ გამოთქმას ნუ მოგვთხოვთ და წესით „ჩონგქუინგ დანგდაი ლიფანი” ჰქვია, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ანდრეს ინიესტა როგორც ფეხბურთელი მათთან კონტრაქტს ხელს აღარ მოაწერს, თუმცა კლუბთან კომერციულ ურთიერთობას გააბამს.
„ჩვენ ფედერაციის ხარჯვის პოლიტიკას არ შევეხებით და ჩინეთის ბაზრის კანონებს არ დავარღვევთ” — წერია განცხადებაში. ჩინეთის სუპერლიგას აქვს საგანგებო რეგულაციები, რომელთა თანახმადაც უცხოელი ფეხბურთელების ფასები არ შეიძლება გარკვეულ ზღვარს გადასცდეს.
და შემდეგ: „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ანდრეს ინიესტასთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, მაგრამ ის ჩვენთან როგორც ფეხბურთელი სათამაშოდ არ გადმოვა”.
მოგეხსენებათ, ანდრეს ინიესტა მიმდინარე სეზონის ბოლოს 16 წლიანი კარიერის შემდეგ „ბარსელონადან” მიდის, მაგრამ სად გადავა ჯერჯერობით კიდევ უცნობია.
ფეხბურთელად არაო…