

სერხიო რამოსს და პილარ რუბიოს მესამე შვილი შეეძინათ. „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების 31 წლის მცველის ოჯახს პატარა ალეხანდრო შეემატა. ვაჟის დაბადება რამოსმა გულშემატკივარს ინსტაგრამით ამცნო.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ალეხანდროს გაცნობთ. ის გამთენიისას 6 საათსა და 40 წუთზე დაიბადა. მისი წონაა 3,1 კილოგრამი. გმადლობთ ჩვენს სიხარულს რომ იზიარებთ. პილარ რუბიო, მე შენ მიყვარხარ” — დაპოსტა ვარსკვლავმა.
სერხიო და 40 წლის პილარი 2012 წლიდან ცხოვრობენ ერთად. მათ უფროს შვილებს ჰქვიათ სერხიო უმცროსი და მარკო. სერხიო სამი წლისაა, მარკო ორის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
