საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ დამარცხებას (0:1) „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე გაკვეთილად აღიქვამს.
„ერთი განახათ რა სახეები აქვთ ფეხბურთელებს… ამიტომ, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ტიტულების და მატჩების მოგება ძნელია… განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრების მოგება“, – თქვა ესპანელმა, რითაც უკვე მიღწეულის მნიშვნელობას და ტიტულების მოპოვების სირთულეს გაუსვა ხაზი.
წაგების მიუხედავად ლუის ენრიკე ძველებურად არის დარწმუნებული, რომ მისი გუნდის ოსტატობა ეჭვქვეშ დასაყენებელი არ არის.

„იმას, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს კითხვის ნიშანი არ უხდება. ჩვენ ყოველდღე განვითარება გვსურს. ჩვენი მენტალიტეტის შესაბამისად გავაგრძელებთ. ვითამაშებთ ისე, როგორ აქამდე ვთამაშობდით“, – თქვა პსჟ-ს თავკაცმა.
„ლანსის“ მწვრთნელმა დინო ტოპმიოლერმა კი მომხდარი ასე შეაფასა: „ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. პსჟ წარმოუდგენლად მაღალი კლასის გუნდია. მას ჰყავს ბრწყინვალე ფეხბურთელები და ტოპ-მწვრთნელი, მაგრამ ჩემი გუნდით ვამაყობ, რადგან მან გააკეთა ზუსტად ის, რაც დავგეგმეთ. აქ, მშობლიურ სტადიონზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ. ბედნიერები ვართ. „ბოლარზე“ და მის ჯადოზე ბევრი გამეგო, მაგრამ რაც აქ ხდება ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახო. ჩვენ საფრანგეთის სუპერთასი „ლანსის“ ისტორიაში პირველად მოვიგეთ და ეს პსჟ-ს დამარცხებით შევძელით…
..პსჟ-სთან დაცვაში თამაშს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. თამაშის მსვლელობა კარგად უნდა აკონტროლო. ვიცოდი, რომ ინიციატივა პარიზელებს ექნებოდათ, მაგრამ მინდოდა ჩემს ფეხბურთელებს შორის ფუნქციები სწორად გამენაწილებინა. იმედი მქონდა, რომ ბურთის ფლობისას სიმშვიდეს შევინარჩუნებდით. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ მწამს, რიგი მომენტების გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია.
მას მერე, რაც ფეხბურთელი გაგვიძევეს, დაცვაზე კიდევ უფრო მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიხდა, თუმცა ამასაც გავართვით თავი. ეს იყო კლუბისთვის მნიშვნელოვანი დღე. ჩვენი ამოცანა შუა-მოედნის კონტროლი იყო. პსჟ-თან ეს არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი“.
ბოლოს 45 წლის დინო ტოპმიოლერმა თქვა, რომ სკოლაში ფრანგულს სწავლობდა და მართალია სკოლის შემდეგ პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ ასე თუ ისე ლაპარაკი მაინც შეუძლია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
