ირაკლი მოდებაძე დაიბადა 1984 წლის 4 ოქტომბერს თბილისში სიმაღლე: 184 სმ ამპლუა: თავდამსხმელი საკლუბო კარიერა 2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1 გოლი) 2001-2002 მერანი თბილისი 0 (0) 2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16) 2009 ჩერნომორეცი ოდესა 1 ...

ბორჯღალის ყულფი დრაკონის ყელზე
შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების მორიგ აჩქარებას. ყველაზე დიდი ყურადღება შემოდგომის ტესტებში საქართველოს და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებას ერგო და BBC-ს მიმომხილველი რიჩარდ უილიამსი პირდაპირ უსვამს დიაგნოზს...

გაისტუმრეთ ვალი!
ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის ნაწილს მაინც გაუსტუმრებთ მშობლიურ ქალაქს,...

ქუთაისური ამბავი დინამოზე
ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა: თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო. ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის ჩემპიონი ვერც გერმანიაში გახდა და ვერც იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, „დინამო“ კი იმ დროისთვის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი გახლდათ. მოკლედ, „დინამოს“ მარადიული ჩემპიონობის ამბავი...

სად, ვის, რას…
გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა – საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა. ამ ფუნქციით ის ძალიან წააგავს ფეხბურთს და ზოგადად გუნდური შეჯიბრების ხასიათს. ფარის დიზაინზე...

გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ… დამენანა… იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის… „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა… ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ ული ჰიონესმა შინ მიიწვია და „ბაიერნი“ შესთავაზა, ამან კი ვერ გარისკა, გული შემიწუხდა… ხშირად ერთი არასწორი ნაბიჯიც კი სრულებით ცვლის მომავალს....

შოკოლადები ლეო მესისთვის
„მარკა“ მადრიდული გაზეთია. ითვლება, რომ ის „რეალის“ მხარდამჭერია, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლეო მესიმ, „ოქროს ბუცის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მას ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ, ამ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს. — თქვენ ბარსელონაში 13 წლისა, ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოხვედით. დღეს რა დარჩა იმ ბავშვისგან? — ცხადია, მას მერე დიდი დრო გავიდა და როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა უამრავი რამ მოხდა, მაგრამ ოცნებები და სურვილები არ შეცვლილა....

ვინ ფიქრობს კანკავაზე?
ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა. ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას კოსტანაის კლუბი, სხვა ამბავია. ჩვენს მოწონებაზე მეტად, ეს თვითონ ფეხბურთელს უნდა მოეწონოს და რადგან იქ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, ესე იგი,...

ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
ინგლისური “სანის” წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ… მინუს ხუთიდან დავიწყეთ”. უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე ხალხია? არადა, ფაქტია, რომ ასეა: ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონასგან” 220 მილიონ ევროდ იყიდა და კვირაში დაახლოებით 575 ათას ევროს...

ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე
ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად იყო. ლოტკინზე გაზრდილმა ბიჭმა გზა მადრიდამდე გაიკვალა და დანარჩენი თვითონ გიო სირაძემ თქვას: – ფეხბურთის თამაში “საბურთალოში” დავიწყე. მერე იყო “ოლიმპი”...

წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა… – ქალბატონო მაია, რატომ მაინც და მაინც მძლეოსნობა,...

როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს
მესამე ტაიმი იციან რაგბიში – მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ, იქამდე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დანარჩენი სამყაროს აზრს ქართულ რაგბიზე. ჰოდა, გადავქექეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ, გული მოვიოხეთ – რაც დაიწერა, კარგები ეწერა....
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

შეთანხმდნენ
„პარიზიენმა’’ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანთან მიაღწია შეთანხმებას და ის საფრანგეთის ნაკრების მიმავალი მწვრთნელი გახდება. მისი სახელი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ბევრჯერ ახსენეს. „ლურჯების’’ ახლანდელი თავკაცი, ფეხბურთელობის წლებში ზიდანის თანაგუნდელი დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან წავა. ზიდანთან მიღწეული შეთანხმების შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ ილაპარაკა, თუმცა ეს ოფიციალური განცხადება არ ყოფილა....
![big_058516f2a4250a3687f88c31f58ae624[downloader.la]-62761a575f4b6 ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/big_058516f2a4250a3687f88c31f58ae624downloader.la-62761a575f4b6.jpg)
ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო
თბილისის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი ირგუნა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქრო ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. მან მიყილებით დაამარცხა ლიეტუველი აუგუსტას სრატერისი, სერბი მილან რადული, გერმანელი იარნე დიუკი და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევი. ჩვენიანმა ფინალში კიდევ სერბი, ნემანია მაიდოვი დაამარცხა და ოქროს მედალი აიღო. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლუკა ჯავახიშვილი და აკაკი ჯაფარიძე შეხვდნენ....

გოგამ ორლანდოს ვერ უშველა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ლეიკერსს“ საკუთარ მოედანზე გაეჯიბრა და ქულით – 104:105 დამარცხდა. ფლორიდელებს ძირითად ცენტრი, ვენდელ კარტერი დაუბრუნდათ და ბითაძეც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. თუმცა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით მწვრთნელი ამჯერად მეტად ენდო და მოედანზე 18.06 წუთი გაატარა. ჩვენებურმაც ნდობა გაუმართლა და გუნდს 9 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით შეეწია. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი...

მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „ბრაიტონთან’’ დამარცხდა – 1:2. Liverpool Echo წერს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა. ბრაიტონელებისგან ორივე გოლი, თითო ტაიმში თითო, დენი უელბეკმა გაიტანა, შუაში კი მილოშ კერკეზმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერ მოხვდეს. მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს Liverpool Echo-მ 6...

ხვიჩას უიღბლო დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ. ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან ოდნავ ასცდა მიზანს, ხანაც მცველმა...
![Davitashvili-Ziriko ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Davitashvili-Ziriko.jpg)
ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]
საფრანგეთი ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ „ანესს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, მასპინძელთაგან ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. გოლის გარდა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

ლუის ენრიკე: ეს იქნება კლასიკა
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან’’ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ლიგა 1-ს უბრუნდება. დღეს, საქართველოს დროით კი უკვე ხვალ ანუ 24 საათზე პარიზელები სტუმრად ითამაშებენ „ნიცასთან’’. ისინი შეეცდებიან სანაკრებო კვირეულის წინ ცხრილის სათავეში განმტკიცდნენ. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა. – მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის „ლანსთან’’ გაქვთ თამაში. ხომ არ აპირებთ მისი გადადების თხოვნით მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციას? – ჯერ კიდევ მინდა ახალ...

სამი ან ოთხი უკეთესი იქნებოდა
AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’. AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’. ტექნიკურად უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჟორჟ მიქაუტაძემ „რეალ სოსიედადთან’’...
![Georges Mikautadze მიქაუტაძის მეცხრე ესპანური… [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/10/Georges-Mikautadze.jpg)
მიქაუტაძის მეცხრე ესპანური… [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ და „სოსიედადს“ მასპინძლობს და პირველ ტაიმში 3:0 ამარცხებს. მასპინძელთაგან მეორე ბურთი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომლისთვას ეს ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი მეცხრე გოლია.

გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?
მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, შესაბამისად, მოახერხებს თუ არა თუ არა ქართველი მცველი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი დაემატა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს თბილისში დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის...

გიგაურის ბრინჯაო
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამიზე 11 ქართველი გავიდა, მედალს კი ოდენ ერთი შეწვდა. კვარცხლბეკზე თორნიკე გიგაური (66 კგ.) შედგა. ჩვენებურმა უზბეკი აბდურაჰიმ ნუტფოლოევი, ყაზახი ალკიჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა; ნახევარფინალში კი, აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან წააგო. მესამე ადგილისთვის ჩვენებურის მეტოქე პესტროს ხრსიტოდულიდესი იყო, რომელიც იპონით დაამარცხა. დანარჩენი მონაწილებიდან მედალთან ყველაზე ახლოს ნინო ლოლაძე (47) იყო, ვინაც...

კვარა VS მამარდა ლიგაში…
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი, ტრავმის გამო, ბრაზილიის ნაკრების სიიდან ამოშალა. როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მეკარე დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ორივე მეოთხედფინალურ მატჩში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 8 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო 14-ში – „ენფილდზე“. დიდი ალბათობით, 21 მარტს, პრემიერლიგაში...

