კაცი საშიში ზონიდან

კაცი საშიში ზონიდან

კაცმა კვირაში 50 გირვანქად ოთახი იქირავა და იქიდან ბინოკლით „ლივერპულის” ვარჯიშებს უყურებდა. ეს კაცი კოლუმბიელი ხუან კარლოს ოსორიოა, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს. მექსიკის ნაკრები F ჯგუფში გერმანიას, შვედეთს და სამხრეთ კორეას უნდა ეთამაშოს. ოსორიოს „სანი” ელაპარაკა, ჩვენ კი ამ საუბრის ფრაგმენტებს გთავაზობთ. „მექსიკის ნაკრებს 2015 წელს ჩავუდექი სათავეში. შესარჩევში მხოლოდ ერთი შეხვედრა წავაგეთ — ეს იყო...

არსენალში არსენს შეუტიეს

არსენალში არსენს შეუტიეს

არსენ ვენგერის 22 წლიანი არსენალური საგა  ახლა, ეტყობა, საბოლოოდ მიუახლოვდა დასასრულს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ მედიას თუ დავესესხებით,მომავალ სეზონს „მეთოფეები“ სავარაუდოდ ახალი მწვრთნელით დაიწყებენ. კანდიდატებსაც ასახელებენ. გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვს, „სელტიკის“ მენეჯერ ბრენდან როჯერსს და „სიტიში“ გვარდიოლას თანაშემწე მიკელ არტეტას. აქა-იქ „მონაკოს“ დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმსაც ახსენებენ. გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „სიტისთან“ შერცხვენის შემდეგ, ვენგერის კრიტიკა გაორმაგდა. ახლა მას...

ჩრდილოეთის მარგალიტის ოქრო გოგო

ჩრდილოეთის მარგალიტის ოქრო გოგო

მთების, მყინვარების და რაც მთავარია, ულამაზესი ფიორდების ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 5.2 მილიონ მაცხოვრებელს ითვლის. ვიკინგების ქვეყანა, რომლის მუზეუმებშიც IX საუკუნის მუხისგან შეჭედილი ხომალდები ინახება – ჩრდილოეთის მარგალიტი ნორვეგია. ერთი შეხედვით, ადვილია ნავთობითა და გაზით მდიდარ, თევზჭერით განთქმულ და ჩრდილოური ტურიზმის მექად აღიარებულ ნორვეგიაში ცხოვრება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ხალხი ახერხებს და ბუნებისგან ბოძებულ ყველა სიმდიდრეს მაქსიმალურად იყენებს. 1994 წლის...

მიდი-მოდი

მიდი-მოდი

ამ თებერვლის თვის ბოლოსკენ, აგვისტოდან რომ მოვთვალოთ, ინგლისში ოცდამეთორმეტე მენეჯერი მოიხსნა.  ამჯერად ეს თურინგიელი უვე როსლერი იყო, ჩვენი ძველი ნაცნობი, გიო ქინქლაძის დროიდნელ „სიტიში“ რომ იყო მეგოლედ. როსლერი  პირველი ლიგის „ფლიტვუდ თაუნის“ მენეჯერობიდან გადააყენეს. ოთხ ლიგაში, ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლებული ოცდათორმეტი მენეჯერი ეგებ ბევრიც  არ იყოს, მაგრამ მაინც ბევრია, მით უმეტეს, რომ  კიდევ რამდენიმეს, ისედაც ყოველ კვირაში ემუქრებიან, ქუდს დაგახურავთო....

ხარაიშვილის ახალი სახლი – გიოტებორგი

ხარაიშვილის ახალი სახლი – გიოტებორგი

ბავშვობაში ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, შვედეთის „გიოტებორგი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უცხოური გუნდი იყო. დავით ქლიბაძის გადაცემებითა და უცხოური ჟურნალებიდან ვიცოდი ეს კლუბი, ლურჯი შორტებით, თეთრ-ლურჯი კომბინირებული მაისურით და სწრაფი ფლანგელებით. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ „გიოტებორგში“ ქართველი ფეხბურთელი გადავიდოდა?! იმ დროს ხომ საბჭოეთის მიღმა წასვლა წარმოუდგენელი იყო. 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოდან“ გადავიდა შვედეთის ყველაზე პოპულარულ კლუბში, რომელიც 18-გზის ჩემპიონია,...

მენთეშაშვილი – საყრდენი მწვრთნელი 

მენთეშაშვილი – საყრდენი მწვრთნელი 

ზურაბ მენთეშაშვილმა კარიერა დაასრულა. ის ქართული მასშტაბითაც არასოდეს ყოფილა ვარსკვლავი და თვითონაც არასოდეს ჰქონია პრეტენზია, მაგრამ შეუპოვარი, ბოლომდე მებრძოლი და გუნდისთვის საჭირო კაცი იყო. გუნდისთვისაც და ნაკრებისთვისაც, სადაც 38 მატჩი მოაგროვა და ერთი გოლიც გაიტანა. სომხეთთან, 2:1 ამხანაგურში გადამწყვეტი მან შეაგდო. „მენთეშა“ ჩუმი და მოკრძალებული კაცია. ვერ იტანს მოედანზე უქმად დგომასა და პრანჭვა-გრეხვას. ერთხელ, მახსოვს, „საბურთალოს“ სკოლაში 13-14 წლის ბიჭზე...

პიონჩანგის ქართველი ლეგენდა

პიონჩანგის ქართველი ლეგენდა

ეთერ თუთბერიძე – ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაუჯერებელ კინოსცენარად მოგეჩვენებათ. დღეს ოლიმპიადაზე ჟურნალისტთათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია  და ინტერვიუს რიგში „ვოგი“,„კოსმოპოლიტენი“ და „სპორტ ილუსტრეიტედი“ დგანან. პატარა ქართველმა გოგონამ ყველაზე ცნობილი საბჭოთა მწვრთნელების – ჩაიკოვსკაიას და ტარასოვას  სკოლა გაიარა, მაგრამ ხერხემლის ბზარმა სსრკ-ის რამდენიმეგზის პრიზიორის კარიერა ნაადრევად შეწყვიტა. ეთერ თუთბერიძე ყინულის შოუს მოცეკვავე გახდა და…. თითქმის კატასტროფა! 1995 წელს აშშ-ში საერთო საცხოვრებელი,...

აღმზრდელი!

აღმზრდელი!

საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან  მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იმ 21 ფეხბურთელიდან, რომლებიც მწვრთნელმა...

ინგლისური ფეხბურთის ჯონ ტერიერი

ინგლისური ფეხბურთის ჯონ ტერიერი

გასული წლის 21 მაისს “ჩელსის” ლეგენდამ ბოლო 26 წუთი ითამაშა “სტემფორდ ბრიჯზე”, 22-წლიან კარიერას წერტილი დაუსვა და კაპიტნის სამკლავური გარი კეჰილს გადაულოცა. საფინალო სასტვენის შემდეგ გამოსამშვიდობებელი სიტყვისას მასთან ერთად არამხოლოდ გადაჭედილი “სტემფორდ ბრიჯი”-ინგლისის ნაკრების ფანობაც ტიროდა: “დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გპირდებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დავბრუნდები” უკვე მეორე დღეს ტერის ტელეფონზე დარეკვას ათობით კლუბის მენეჯერი ცდილობდა. ჩინელებისა და ამერიკელების...

პირველთუხუცესი

პირველთუხუცესი

როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ როჯერ ფედერერი ამ ნაპრალს უახლოეს ტურნირზევე ამოავსებდა და გახდებოდა უხუცესი მოთამაშე, ოდესმე ამქრის სათავეში რომ მდგარა. აგრემც...

მაგრები მაგრებზე

მაგრები მაგრებზე

ექვსი ერის სარაგბო პირველობის საპასუხისმგებლო თამაშს შოტლანდიის ნაკრებთან ინგლისის ეროვნული გუნდი მომეტებული სერიოზულობით უდგება: ლეტიმერის უძველესი სკოლის (ჰამერსმითის რაიონი, დასავლეთ ლონდონი) სარაგბო მოედანზე სპარინგისთვის ქართველ მორკინალებს უხმო. მილტონ ჰეიგი და ედი ჯოუნსი დოსტები არიან, ამიტომ ოზმა კივთან პირადი კონტაქტები გამოიყენა თავისი შერკინებისთვის მსოფლიოში საუკეთესო სპარინგ-პარტნიორის დასაბევებლად და ვარჯიშიც სანაქებო გამოდგა. თიკუნ “საუკეთესოს” მე ნუ მომაწერთ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელის დახასიათება გახლავთ....

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დატრიალებული ამბები და მისი მოკვეთის ისტორია ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულმა ქომაგმა იცის და თავს აღარ შეგაწყენთ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციისთვის ბრძოლა წუთითაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმერლებმა ერთგვარი დაპირებაც კი მიიღეს ლევან კობიაშვილისგან, მომავალი პრეზიდენტისგან, რომ სამართლიანობა აღგებოდა – კლუბში ხომ მიიჩნევენ, რომ მათი ერთადერთი დანაშაული გარიგებულ შეხვედრაში არმონაწილეობა არის. სამართალი...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!

ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ წააგო „ბაიერნთან’’ 1:2. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენ მიუნხენში უნდა მოვიგოთ! ყველას, ვისაც ამის არ სჯერა, შეუძლია სახლში დარჩეს’’! ცნობისათვის: „რეალმა’’ მიუნხენში ბოლოს 2012 წელს წააგო. მას მერე „ალიანც არენაზე’’ გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ოთხი შეხვედრიდან სამი „ლოს ბლანსკოსმა’’ მოიგო (4:0; 2:1; 2:1),...

შიშველი კაცის ფაქტორი

შიშველი კაცის ფაქტორი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ 1:2 წააგო „ბაიერნთან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი გმირით, მანუელ ნოიერით, თუმცა მატჩს წინ ექსცესიც უძღოდა: მადრიდული გუნდის ავტობუსს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ’’ მიემართებოდა, სტრიკერი გადაუხტა. საერთოდ, „რეალის’’ ფანებს უყვართ „ბუსიანა’’, რაც მათ ენაზე საყვარელი გუნდის ავტობუსის შეგებებას ნიშნავს. „ბაიერნთან’’ თამაშის წინ როგორც The Athletic-ის ჟურნალისტმა გილერმო რაიმ დაწერა (და ნაწერს ფოტოებიც დაურთო),...

მიქაუტაძეს იღბალი აკლდა

მიქაუტაძეს იღბალი აკლდა

AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ უთამაშია, რამაც სავარაუდოდ მათ ფორმაზე...

1 ევროპული და 5 ფრანგული

1 ევროპული და 5 ფრანგული

ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და საქართველოს ნაკრების შემდეგ ევროპის მთავარი...

თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]

თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში უეფა-ს განვითარების თასზე პირველ მატჩში მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებს ხვდება. ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელსაც თავის ძმის, ხვიჩას მსგავსად, მაგარი გოლების გატანა ეხერხება.

ტრავმას ჩაბის აბრალებენ

ტრავმას ჩაბის აბრალებენ

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი  ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი, გუნდის ძირითადში დაიწყეს თამაში. ლა...

ფლეი ოფი საბრძოლოა

ფლეი ოფი საბრძოლოა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდეს. სანდრო მამუკელაშვილის...

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის,...

უსუსური გუნდის მეკარე

უსუსური გუნდის მეკარე

„ლივერპულის’’ სათასო ოცნება მანჩესტერში დასამარდა ― „სიტისთან’’ 0:4 წააგო. ოთხიდან სამი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. პირველი პენალტი იყო. კიდევ ერთი გოლი ანტუან სემენიომ შეაგდო. სტუმართაგან მო სალაჰმა თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. ეს გახლდათ მეოთხედფინალი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი’’ განაგრძობს. ამ მწარე მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაზე უნდა გადაერთოს. „მერსისაიდელებმა’’ აგრეთვე...

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში. მანამადე მათ სამივე შეხვედრა...

დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე

დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე

2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელმა ოსმან დემბელემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზთან’’ ჩინებულად ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რომელთაც აქ გთავაზობთ. – გვითხარით თქვენი პირველი გოლის შესახებ, როგორ შეასრულეთ მარცხენა ფეხით ეს შესანიშნავი დარტყმა შორიდან? – ვფიქრობ, ათჯერ რომ ვცადო ასეთს მხოლოდ ერთხელ გავიტან. საბედნიეროდ, დღეს გამიმართლა. დავინახე,...

დემბელეს მერე

დემბელეს მერე

ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზი’’ 3:1 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოეწონა, ფრანგული მედია ორი გოლის ავტორმა ოსმან დემბელემ აღაფრთოვანა. სოლიდური სანახაობისა და ეფექტური დემბელეს წყალობით „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზს’’ 3:1 მოუგო და შემდეგ კვირას ცხრილის სათავეში გაატარებსო, დაწერა maxifoot-მა. ანგარიში მართლაც საოცარი დარტყმით დემბელემ 23-ე წუთზე გახსნა. 27-ეზე დანიელმა რასმუს ნიკოლაისენმა მატვეი საფონოვის...