მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო. ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს: აბდულქერიმ ბარდაქჩის პასის შემდეგ, ქენან ილდიზი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თურქ შემტევსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. ამ მომენტში...

ნინიმ პარიზი გადარია
დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მე-6 ტურში ისეთი ლელო გაიტანა, მთელი საფრანგეთი რომ აალაპარაკა. მისი „ლა როშელისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში თავი პარიზელთა ბურჯმა გიორგი მელიქიძემაც გამოიჩინა. ტოპ 14 პარიზში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა. მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან – მეორე და პარიზელები პირველად ხსენებულმა მელიქიძემ დააწინაურა, რომელმაც 37-ე წუთზე სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა. ტაიმი 7:6...

აშშ და მუნდიალი-2026
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს ეჭვი: აღმოჩნდება კი დღევანდელი აშშ...

ვულკანური ახალაძე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც შეიტანა, რომელმაც 49-ე წუთზე სეზონში...

დარჩა მეოთხე…
ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ. გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ, მეორე ადგილზე მყოფ „იბერას“...

კვაჭთა უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა მე-14 წუთზე „ლა როშელის“ კარში...

ახალგაზრდების დაუნდობელი ექსპლოატაცია
„ეს ფეხბურთია, შეჯიბრებაა. საჭიროა მას ალღო აუღო. განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ, როდესაც ფეხბურთელთა მოხშირებული ტრავმების შესახებ ჰკითხეს. მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი მატიე მარგერეტი კი გამოთქვამს ეჭვს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი თვალთმაქცობდა, რადგან სურდა ესიამოვნებინა კლუბის პრეზიდენტისთვის ნასირ ალ-ხელაიფისთვის, რომელიც როგორც ბიზნესმენი მეტი თამაშისა და გადატვირთული კალენდრის მომხრეა. ფაქტი ჯიუტია: ოთხშაბათს „ბარსელონასთან’’ შეხვედრის წინ პარიზელებს ექიმის კაბინეტში უსხედან...

აბდალას გოლი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს. „იბერია“ კი „გარეჯს“ შინ 18 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ სტუმართა კაპიტანმა ლევან პაპავამ გაათანაბრა. ეს „გარეჯის“ ზედიზედ მეექვსე ფრე გახლდათ მიმდინარე...

შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4
საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა… ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ბორჯღალოსანმა ბურჯმა გიორგი ახალაძემ...

გოცირიძის დუბლი და 300
ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა… „იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით ჩამორჩა. გორელებმა შინ „სამგურალს“ 2:1 მოუგეს. საინტერესოა, რომ „დილამ“ ბოლო 11 მატჩიდან ათჯერ გაიმარჯვა. წყალტუბოელები კი მიჯრით მეოთხედ დამარცხდნენ. „თელვმა“...

პაპუნაშვილი მთავარმექულეა
გასულ უქმეებზე სარაგბო საფრანგეთი ქართული საოცრებების მოწმე გახდა. ტოპ 14-ის მე-2 ტურში შედგა დავით ნინიაშვილის დებიუტი „ლა როშელში“ რომელიც ქართველმა ვარსკვლავმა, ცხადია, ლელოთი აღნიშნა. ამასთან, ტულონელი ბექა გიგაშვილი ამ ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა. პრო დ2-ში ჩვენებურთა წარმატებებს კი შესამჩნევად უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და აქ უმთავრესად კვლავ დაჩი პაპუნაშვილი იგულისხმება. ტოპ 14 დავით ნინიაშვილი „ლა როშელის“ შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, შეუცვლელად...

აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა
ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი ქულით გაუსწრეს გია გეგუჩაძის შეგირდებს. ახლა „დილას“ 53 ქულა აქვს, „იბერიას“ – 52. „იბერიამ“ წლევანდელ სეზონში სულ ორჯერ წააგო და ორივე...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

სიგიჟე და კამავინგა
პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა AS „ბაიერნისა’’ და „რეალის’’ საოცარ – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ – შეხვედრაზე დაწერა: „შეიძლება ბოლო თვეების ან სულაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე აღარ ჩანდა, მაგრამ დიახ, ესეც „რეალი’’ იყო, გუნდი, რომელიც გადარჩენის აუხსნელი ინსტინქტით სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპას შიშის ზარს სცემდა. ასე დამაჯერებლად თავს არავინ იმკვდარუნებს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში ყველაზე გამჭრიახებიც კი ხვდებიან ხოლმე, „ბაიერნის’’...

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ტიტულის დაცვას განაგრძობს – ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის მსგავსად 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ცხადია ის დაასახელეს. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა დემბელეს მსგავსად პარიზელთა მეკარეს მატვეი საფონოვსაც 8 ქულა დაუწერა, მაგრამ გოლი გოლია! ხვიჩა კვარაცხელიას maxifoot-მა 6 ქულა დაუწერა და ასეთი ტექსტი...

უცნაურად განსხვავებული შეფასებები
„ლივერპულმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ სასწაული ვერ ჩაიდინა. ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ისევე როგორც პარიზში, ლივერპულშიც 0:2 წააგო. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. პირველი 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით, მეორე კი ისევ კვარას პრე-ასისტითა და ბრედლი ბარკოლას საგოლე პასით 90+1 წუთზე. მერსისაიდელთა კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველ გოლკიპერს Liverpool Echo-მ 6 ქულა...

შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა და როცა ვალმოხდილმა 67-ე წუთზე...

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!
დანიელ რიოლო არის იტალიური წარმოშობის ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი და რადიოწამყვანი. მას ახასიათებს პირდაპირი ლაპარაკი, ხშირად საკამათო მოსაზრებების გამოთქმა. რიოლოს გადაცემა RMC’s After Foot საფრანგეთში ძალიან რეიტინგულია. ის აზრებს არასდროს ფილტრავს და ამბობს, რომ „ლივერპულს’’ გნებავთ ტაქტიკურად და გნებავთ ფეხბურთელების კლასის მიხედვით „პარი სენ ჟერმენთან’’ პირველ შეხვედრაში ნაწვნევი 0:2-ის შემობრუნების შნო არ აქვს. ის, რასაც ესპანურად „რემონტადას’’ ხოლო ინგლისურად „ქამბექს’’ უწოდებენ,...

როხოს დაშოშმინება არ იქნება!
არგენტინელი მარკოს როხო, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა „ესტუდიანტესში”, მოსკოვის „სპარტაკში”, ლისაბონის „სპორტინგში”, „ბოკა ხუნიორსში”, ახლა „რასინგშია”, ყველაზე მეტხანს კი (2014-21) „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი იყო და მსოფლიო გულშემატკივრისთვის ალბათ პრემიერლიგის რეპორტაჟებიდან გახდა ცნობილი, არგენტინის ჩემპიონატში შარში გაეხვა: „რივერ პლეიტთან” თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრალურ მცველს ლუკას მარტინეს კუარტას საჯარიმოში ძიძგილაობისას თავში აგრესიულად ჩაარტყა; მსაჯმა სებასტიან სუნინომ ეპიზოდი VAR-ზე შეამოწმა და გადაწყვიტა...

ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ...

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი
„ლივერპულისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მსაჯად იტალიელი მაურიციო მარიანი დანიშნეს. მარიანი 44 წლისაა. მას ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი გამოცდილება აქვს, რომელთაგან ექვსს ის მიმდინარე სეზონში გაუძღვა. მან იმსაჯა ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულისა’’ და „ატლეტიკოს’’ მატჩი (3:2). ის იყო აგრეთვე მიუნხენში „ბაიერნისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის (1:2) არბიტრი. ეს ის თამაშია, რომელშიც რომაელმა მსაჯმა არშაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლუის დიასი გააძევა. გასულ სეზონში...

დაინახეს: როგორ დარტყმების მომგერიებელი კარგიაო
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის. Liverpool Echo-მ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელების...

ერთი მოგებაც და…
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში უკრაინა 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობეს (3:2, 5:4, 5:1, 7:2) და მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1),...

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. „ორლანდოს“ ფლეი ოფის შანსი სანდრო...

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა. ამ შეხვედრის შემდეგ „მარსელი’’ დროებით...

