გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა რესპოდენტს გავესაუბრე. ყველა რესპონდენტი ნამდვილია,...

ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის 2017 წლის...

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა, მე ამ ბოთლში, რომელსაც ახლა...

ახდება შავი სიზმარი?
მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი,...

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა. ერთ...

ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები კაცი. სიცხე აგიწევს. სეირიც სწორედ...

ოპტიმისტური რეპლიკა
მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან თამაშის მეორე ტაიმში იქით რომ...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:
ერიკსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს
გარეგნულად ის ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცს, რომლის სექს-თავგადასავლებზეც ლეგენდები უნდა იქმნებოდეს, ხოლო ყვითელ რეპორტიორებს რედაქტორები მის ლოგინში ჩახედვისთვის დიდ ჰონორარებს ჰპირდებოდნენ. არადა, ფაქტია: ინგლისში, სადაც ტაბლოიდებს ფრთები უსასრულოდ აქვთ გაშლილი და თუ რამეს წერენ, მართალია (სხვა ამბავია, რაც შეიძლება უხერხული იყოს) სვენ გორან ერიკსონზე ისეთებს წაიკითხავთ, ნებისმიერ მექალთანეს შეშურდება. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მათი ნაკრების შვედი მწვრთნელის პირად ცხოვრებაში ცხვირის რაც შეიძლება...

„ცოფიანი ხარი“ გარდაიცვალა
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონაში, ჯეიკ ლამოტა, რომელსაც ცოფიანი ხარის სახელითაც იცნობდნენ, 96 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. ლამოტა პროფესიონალი მოკრივე გვიან, მხოლოდ 41 წლის ასაკში გახდა და თავისი ეპოქის ყველა განთქმული მოკრივე დაამარცხა. მათ შორის გამოარჩევენ ჩხუბს ლეგენდარულ შუგა რეი რობინსონთან. ცოფიანი ხარი ლამოტა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 1949-51 წლებში ინარჩუნებდა. კრივიდან წასვლის შემდეგ ლამოტა ფილმებში თამაშობდადა ტელევიზიითაც აქტიურად გამოდიოდა. მან...

დედამიწა კონკიას გარშემო
25 წელი გავიდა ამ ამბიდან, მეოთხედი საუკუნე…მაშინ,ჩვენთან,ლიხს აქეთ, თავზე ლენტებწაკრული, “რეიბანიანი” ავტომატიანები დარბოდნენ, ლიხს იქით აფხაზეთი იკარგებოდა, შვედეთში კი საფეხბურთო კონკიას პატარა, ლამაზი ზღაპარი იწერებოდა… რიქარდ მიოლერ-ნილსენი,კაცი რომელიც ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა, 1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებს ედგა სათავეში. მანამდე ბევრი არაფრით გამორჩეული მწვრთნელი, ოთხმოცდაათიანების გარიჟრაჟზე, ფუტსალიდან მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაუსახეს. მაშინდელი ფორმატის გამო,ეს...

ზემეტრანსფერე
წლევანდელი ზაფხულის ცხელი ტრანსფერების მთავარი „გმირი“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყატარელი მფლობელი, ნასერ ალ ხელაიფი გახდა. უმდიდრესი და ხალისიანი 43 წლის კაცი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, არანაირი წესი და შეზღუდვა შენთვის აღარ არსებობს. გააკეთებ რასაც გინდა. იყიდი ვინც (და რაც) მოგესურვება. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს აღმოსავლური ეშმაკობის ელფერი დაჰკრავს. სანამ არაბ საქმოსანსა...

მორცხვობამდე თავმდაბალი
მორცხვობა ამშვენებსო ადამიანს – ცნობილი გამონათქვამია. ვინ იცის, რამდენი შეგვხვედრია ცხოვრებაში ისეთი კაცი, საკეთებელს სხვაზე მეტს რომ აკეთებს, ბევრზე უკეთ, თავის გამოჩენას და საკუთარ საქმეზე ლაპარაკს კი ჩრდილში ყოფნა უჯობს. ნოდარ ხიზანიშვილიც ასეთი კაცია – მორცხვობამდე თავმდაბალი. აბა, მე რა სანაკრებო კაცი ვარო, გვითხრა, ერთადერთი მატჩი ვითამაშე სსრკ ნაკრებში და ეგ რა გასახსენებელი იყოო. არადა, იტო, როგორ არ იყო. მოდი...

კაცი 1950 წლიდან
ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ „პატარა მაესტრო“...

ვიცოდი, რომ გაიტანდა
კაცმა ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. ყოველი დღე ერთი სიტყვით მაინც უნდა შევიდეს ბლოკნოტში, რადგან მერე გავა წლები, დაგჭირდება ოდესღაც ნანახის, გაგონილის თუ თავს გადახდენილის ზუსტად გახსენება. დაგჭირდება, მაგრამ… ვერაფრით ვიგონებ რომელი წელი იყო, ან ვის ხვდებოდა იმ დღეს „დინამო“. იქნებოდა ასე 1979, 1980 ან 1981. მეტოქეც რაღაც ისეთი იყო, არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი, მოკლედ, არც „სპარტაკი“ და არც...
სველი მიმოხილვა
იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა, უცნობია. ცნობამ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე...

ვინ არის ცოცხალი კედელი?
ცოტა ხნის წინ დამთავრებულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოში ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ყველამ ტელევიზორი ააციმციმა და ათასნაირი ახალი სახელი და გვარი დაიმახსოვრა. შავიერიო, მპენზაო, დელვეკიოო… ამ ადამიანებს შორის ბევრს ფეხბურთთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, ბევრი მივიწყებულს იხსენებდა და ბევრმაც კოლუმბივით ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, რომელიც ზოგმა შეიძლება ვერ გაიხსენა და ზოგსაც მისი მნიშვნელობა აინტერესებს. ოქროს გოლი...

ოფიცერი
…ჩემი მეზობლის დიდი ბებია, ანუ ბებიის დედა ოდესღაც სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა. ეს ქალბატონი, ძველ მიქელაძეთა შთამომავალი, მგონი ოთხმოცი წლისა იყო, ან სულაც ასისა. ჩემს მახსოვრობაში სახლიდან არ გამოდიოდა, დიდ ლოჯიაში იჯდა სავარძელში, ხუთი-ექვსი სათვალე ელაგა მუხლებზე და ქსოვდა. ამ ქალბატონს მრავალი რამ გადაეტანა, კომუნიზმის შენების მიზეზით დაეკარგა მამა, ძმები, ქმარი… თავად ყაზახეთში ეცხოვრა და რასაკვირველია, რუსულად ლაპარაკობდა. რაოდენ...

დინამო პათეტიკის გარეშე. Vol.1: პლეხანოველი პროლეტარები
დროში მოგზაურობა ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, ფეხბურთი კი ისე ითვისებს სივრცეებს, ეს ოცნება კიდევ უფრო მძაფრდება. ბავშვობაც ისეთია, ზოგჯერ ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ღრმა მოხუცებულობამდეც კი და ის წარმოსახვა, რასაც დროში მოგზაურობის სურვილი იწვევს, არასდროს არ ნელდება. რადგან დინამო 20-იან წლებში შეიქმნა, მეც ძალიან მომინდა იმ დროში მოგზაურობა. არსებობს ძველი წიგნები, ცნობარები, რომლებიც წარმოსახვის გასამდიდრებლად ერთობ სასარგებლოა, მაგრამ დროში სამოგზაუროდ...
The Longform Guide to Surfing: Great Stories About Big Waves
Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos sociosqu ad litora.

