გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ, რომლის „ჰაიდენჰაიმმა“ პირველი ტურის მატჩში „ოსნაბრუკს“ უმასპინძლა და 4:3 მოიგო.
ანგარიში ბუდუმ მე-10 წუთზე გახსნა, 6 წუთში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მის მიერ სეზონში გატანილი პირველი ბურთი კი ასეთი იყო:
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, „ჰოლშტეინ კილმა“ სტუმრად 2:2 ითამაშა „დარმშტადთან“ – ქვილითაია „კილის“ განაცხადში არ იყო.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
![Budu-Zivzivadze-1 ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/08/Budu-Zivzivadze-1-860x499.jpg)