საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად იყო შერაცხული, მაგრამ ესპანეთმა დამაჯერებლად მოუგო 2:0. მატჩის შემდეგ ფრანგთა მთავარი ვარსკვლავი კილიან მბაპე თავისი გუნდის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი.
„ჩვენ ფინალის საკადრის დონეზე არ ვიყავით“, – თქვა „ლურჯების“ კაპიტანმა.
FOX-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „რეალის“ ვარსკვლავმა განმარტა: „გეგმის თანახმად მაღალი პრესინგი უნდა გვეთამაშა, უნდა მოგვეწყო ერთი-ერთზე დუელები, მეტოქისთვის არ უნდა მიგვეცა ტემპის კონტროლისა და სასურველ სტილში თამაშის შესაძლებლობა“.
ფაქტია, რომ დიდიე დეშამისა და მისი შტაბის გეგმამ ვერ იმუშავა. ამოცანა, ესპანელებისთვის ბურთის კონტროლის საშუალება არ მიეცათ, ვერ შესრულდა.

მბაპე: „ესპანეთის ნაკრები არის გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს, ჩვენ კი მას სწორედ ამის შესაძლებლობა მივეცით. ჩვენი ცუდი თამაშის გამო მათი ნახევარმცველები ბურთს დიდხანს აგორავებდნენ, ისინი ტექნიკურად ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან და როდესაც ამის საშუალებას მისცემ, გაჯობებენ.
ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლის თამაშიც გვინდოდა – ვერც ტექნიკურად და ვერც ტაქტიკურად. ხოლო როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შესაფერის დონეზე არ ხარ, ვერც იმარჯვებ. არც პირველი შეხება გვივარგოდა და არც პირველი პასი.
როგორც კაპიტანი ამ წაგებისთვის სრულ პასუხისმგებლობას თავზე ვიღებ.
დეშამი? დიდიემ საფრანგეთს დიდი ისტორია დაუწერა. ამას ვერაფერი შეცვლის და ვერაფერი დააკნინებს“.
ბოლოს კილიან მბაპემ თქვა, რომ საფრანგეთის ნაკრები შეეცდება მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შეძლებისდაგვარად საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
კატეგორიის გარეშე15/07/2026 | 07:33კილიან მბაპე: ეს ნახევარფინალის საკადრისი თამაში არ იყო
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
