ლაიპციგში, სადაც დღეს კონფერენციის თასის ფინალი უნდა გაიმართოს ფანებმა იჩხუბეს. არეულობის კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „კრისტალ პალასი“ „რაიო ვალეკანოს“ ხვდება.
პოლიციელთა საგანგებო დანიშნულების რაზმი ქალაქის ცენტრში იყო დისლოცირებული. სწორედ ამ რაზმმა ჩაახშო ინციდენტი, რომელიც ვინ იცის რით დამთავრდებოდა. ერთ-ერთ ირლანდიურ პაბთან ორ ჯგუფ დაყოფილი ხულიგნები მათ დააშორიშორეს.
„სანი“ ქომაგების პოსტებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში ქაიოსი იყო. ესპანელი და ინგლისელი ფანები ერთმანეთს შუშის ბოთლებს და სკამებს ესროდნენ. ჩხუბში ჩართული დაჯგუფებების დასახმარებლად სხვადასხვა ადგილებიდან სხვა ფანები გამორბოდნენ. სწორედ ამ დროს ჩაერივნენ საქმეში პოლიციის დანაყოფები, რომელთაც მხარეები ერთმანეთს დააშორეს.
გავრცელდა ხმა, რომ ათეულობით ფანი სამართალდამცველებმა დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში გისოსებს მიღმა ჰყავდათ. გაუგებარია, ვინ იდგა ამ არეულობის უკან. ერთი ვერსიით ქაოსის მოთავეები „რაიო ვალეკანოს“ ფანები იყვნენ, მაგრამ ბევრი ამტკიცებს, რომ მასობრივი ჩხუბი გერმანელმა ულტრასებმა გამოიწვიეს.
ორივე გუნდი ისტორიაში პირველი ჯილდოს მოსაგებად იბრძვის.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
