Breaking News

Day: November 7, 2025

ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება

შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ – 4 მოგება 3 მარცხის წილ. რიჩარდ კოკერილის ამჟამინდელ რაზმს სავსებით ხელეწიფება ამ უპირატესობის გაზრდა. ჯერ ერთი, საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 საფეხურზეა,…

Read more

საბერძნეთი, გერმანია და ოთხი დებიუტანტი…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან გასვლითი და გერმანიასთან საშინაო მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთს 14 ნოემბერს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო გერმანიას 18 ნოემბერს თბილისში უმასპინძებს. აღნიშნული მატჩებისთვის მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს 4 ახალწვეული შეუერთდება – პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია, დიმიტრი ღურწკაია ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული. მეკარეები მიხეილ მაქაცარია…

Read more

მწვრთნელია თუ დემაგოგი?

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ორი შესარჩევი მატჩისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგება. ვილიო სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი 25-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა: … ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართული ფეხბურთის უმაღლესი წერტილი იყო, რის შემდეგაც გუნდს ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამჟამინდელ პროცესს კარგი წვეულების შემდეგ დასვენებას შევადარებ და ვიტყვი,…

Read more

რა შეიცვალა ლივერპულში?

სასაცილოა, როგორ შეუძლია მოგებას მარტო სატურნირო ცხრილი კი არა ხალხის დამოკიდებულება შეცვალოს. ამის ნათელი დასტური არნე სლოტის ამბავიაო, წერს „ლივერპულ ექო’’ და შეგვახსენებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც „ლივერპული’’ ზედიზედ მარცხდებოდა, საკმარისი იყო ჰოლანდიელ მწვრთნელს ტაქტიკური ახსნა-განმარტება დაეწყო, რომ ყველა იძახდა, თავს იმართლებსო. ახლა, როდესაც „წითლებმა’’ „რეალს’’ ჩემპიონთა ლიგაში 1:0 მოუგეს, სლოტი კი კვლავ…

Read more

ფიფამ თერთმეტეული დაასახელა

„ფრანს ფუტბოლმა’’ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოსმან დემბელე დაასახელა და მას „ოქროს ბურთი’’ გადასცა. ახლა ფიფას დაჯილდოების ჯერი ახლოვდება. განსხვავება ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სეზონის კი არა, წლის საუკეთესო მოთამაშეს ავლენს. მის გამოკითხვაში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მწვრთნელები, შერჩეული ჟურნალისტები და ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებული გულშემატკივრები. ხმის მიცემის ვადა დეკემბრამდეა. გასულ სეზონში…

Read more

კროოსი სხვა აზრისაა

ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ბაიერნის’’ შეხვედრაში (1:2) აშრაფ ჰაკიმის უხეშად წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან მიუნხენელთა ორივე გოლის ავტორი ლუის დიასი გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებას მაყურებელთა უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროსი სხვა აზრის არის. „ჩემთვის ყველაფერი მარტივადაა. მსაჯს წითელი ბარათი არ უნდა ამოეღო. მის გადაწყვეტილებაზე ჰაკიმის ტრავმამ იმოქმედა. ჰაკიმი რომ წამომდგარიყო,…

Read more