საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნი, თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და ახალწვეული წარადგინა.
კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიამ ესპანურ გრანდთან სამწლიანი ხელშეკრულება (2028 წლის ზაფხულის ჩათვლით) გააფორმა. 33 წლის კალათბურთელი „ბარსელონაში“ „ვირტუსიდან“ გადავიდა.
გასულ სეზონში შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო და ფინალის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
ევროლიგის 2024/2025 წლის სეზონში ქართველმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
სიახლეები06/09/2026 | 16:09ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
