ამ ზაფხულს „ნაპოლი’’ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. მან პსვ-დან ნოა ლანგი, ხოლო „უდინეზედან’’ ლორენცო ლუკა იყიდა (25 და 35 მილიონ ევროდ), რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი შეუმცირდა. არადა, რასპადორი გასული სეზონის მიწურულს ანტონიო კონტესთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.
იტალიური მედია წერს, რომ რასპადორის შანსებს გუნდში დავიდ ნერეშის ყოფნაც ამცირებს. ბრაზილიელი ნეაპოლში ტოპ-ფეხბურთელად მიაჩნიათ. შესაბამისად ჩნდება კითხვა: სად უნდა წავიდეს 2000 წელს დაბადებული იტალიელი ფორვარდი?
Calciomercato წერს, რომ სადღეისოდ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან „ნაპოლის’’ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისს ძალიან დიდი მადა აქვს. მას რასპადორის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მართალია „სასუოლოს’’ ყოფილი მოთამაშე ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ 40 მილიონი მისთვის გადაჭარბებული თანხაა. Transfermarkt-ს რასპადორის ფასად 25 მილიონი ევრო უწერია.
რასპადორის მუდმივად ძირითად შემადგენლობაში სურს ყოფნა, მითუფრო ამ სეზონში, რომლის დამთავრების შემდეგ, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება და ფორვარდი მასში მონაწილეობაზე ოცნებობს.
სადღეისოდ იტალიური კლუბებიდან რასპადორის შეძენით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული გახლავთ „ატალანტა’’. მოგეხსენებათ ბერგამოელები ადემოლა ლუკმენს ყიდიან და თუ ნიგერიელი (რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეც არის) მართლა გადავა „ინტერში’’, მისი შემცვლელი დასჭირდებათ.
Calciomercato ვარაუდობს, რომ რასპადორის შეძენა შესაძლოა პრემიერლიგის რომელიმე კლუბმაც მოიწადინოს, თუმცა გარდა იმისა, რომ ინგლისელებს იტალიის ტოპ-კლუბების მოთამაშეთა შეძენა უყვართ, პორტალი სხვას ვერაფერს ამბობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
