ქუთაისის „ტორპედო“ გუნდის კაპიტანმა მერაბ გიგაურმა დატოვა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ფეხბურთელის თხოვნით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. კლუბმა გაითვალისწინა გიგაურის წვლილი გუნდის წარმატებაში და მას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში ხელი არ შეუშალა.
ცოტა ხნით ადრე „ტორპედოდან“ ცოტნე ფაცაციაც წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისურ კლუბში გააგრძელებს კარიერას ვლადიმერ მამაუჩაშვილი, რომელიც ბოლოს ტირასპოლის „შერიფში“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს – პირველ მატჩს ქუთათურები 10 ივლისს შინ, ყაზახური „ორდაბასის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
