ოქტომბრის წყალდიდობით განადგურებულმა ვალენსიამ შოკი გადალახა, ფეხბურთისთვის მოიცალა. ლა ლიგის ორი ტურის გამოტოვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „რეალ ბეტისს’’ უმასპინძლა და შთამბეჭდავად მოუგო 4:2. გიორგის ორ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა კიდეც „ღამურები’’, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც სტუმრებმა გამწარებით შეუტიეს იყო ორ-სამ წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ერთხელ გამოსვლაზე შეცდა (მცველმა დააზღვია) და...
წელი: 2024
ტონგასთან მესხზე
კვირას, 24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის ნოემბრის ტესტების სეზონს დაასრულებს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ტონგა იქნება – კარგად ნაცნობი ზღვისრეთული გუნდი. შეხსენებისთვის: რიჩარდ კოკერილის რაზმმა პირველი მატჩი ორი კვირის წინ მონპელიეში ახალი ზელანდიის XV-თან 13:31 წააგო პირველი ტაიმის 13:19 დათმობის შემდეგ. მომდევნო კვირას ბორჯღალოსნები უკვე გენუას ესტუმრნენ, სადაც იტალიის ნაკრებს პირველი ტაიმი 17:6 მოუგეს, მაგრამ...
ხვალ ნაპოლის უცნობი რომა შეხვდება
კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა. დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე არიან სხვებიც. ალბათ გარკვეული მოულოდნელობაც კი არის იმაში, რომ ზოგი გუნდი 12 ტურის შემდეგ კვლავ...
სომხეთთან B დივიზიონისთვის…
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად 2025 წლის მარტში პლეი ოფის მატჩის გამართვა უწევს. ჩვენების მეტოქის გამოსავლენად შვეიცარიაში წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება. წილისყრისას საქართველოს ნაკრები განთესილი იყო და პლეი ოფის პირველ მატჩს 2025 წლის 20 მარტს სტუმრად, ერევანში...
ვალენსიას თითქოს ეშველა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში’’ სიახლეა, რომელიც კლუბის ეკონომიკურ მხარეს ეხება. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შედეგად CaixaBank-ის კრედიტი განულდა იმას ნიშნავს, რომ სტადიონი „მესტალია’’ იპოთეკისგან გათავისუფლდა. გარდა ამისა სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი აღარ არის ვალდებული ფლობდეს კლუბის აქციათა 51 პროცენტს. ესპანური წყაროები წერენ რომ საინვესტიციო ჯგუფ Goldman Sachs-ის დახმარებით დაიხურა 186 მილიონიანი ორმაგი კრედიტი. 2014 წელს, როდესაც „ვალენსიას’’ მთავარი...
კვარაცხელიას საქმე სხვადასხვა რაკურსით
იმეორებენ და იმეორებენ იტალიურ მედიაში ერთსა და იმავეს, თან ყოველდღე ისეთი ტონით, სათაურითა და შეფუთვით გეგონება რაიმე ახალი გახდა ცნობილი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: თემა, რომელსაც აპენინებზე ასე დაჟინებით ატრიალებენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს ეხება, უფრო სწორედ იმას, გააგრძელებს თუ არა ქართველი გარემარბი „ნაპოლისთან’’ თანამშრომლობას. ნეაპოლური პორტალების დღევანდელი...
საქართველომ ევროპული შანსი დაიტოვა
2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთში 90:83 გაიმარჯვა და კონტინენტის მთავარ ტურნირზე მეექვსედ გასვლის შანსი დაიტოვა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი თამაში წაეგო და სატურნირო ცხრილში ვითარების გამოსწორება იყო საჭირო. თამაში ცუდად დავიწყეთ და 0:7 ჩამოვრჩით. გვიჭირდა ბურთის გათამაშება და შეტევისთვის განკუთვნილ დროში...
ნერეში კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდა
„ნაპოლის’’ ბრაზილიელმა გარემარბმა დავიდ ნერეშმა კლუბის ოფიცილაურ არხს ინტერვიუ მისცა. მოგეხსენებათ, იტალიაში ნერეშს ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევს და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ანტონიო კონტეს უჯობს სასტარტო შემადგენლობაში ის ათამაშოს ვიდრე კვარაცხელია. ზემოხსენებულ ინტერვიუში ბრაზილიელმა გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო. „ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მეტწილად ბურთს დავდევდი. ჩემი კერპები იყვნენ რონალდინიო, მესი და...
ვილიმ შეტოპა…
რომელიმე ჟურნალისტმა თუ ჩეხეთი-საქართველოს (2:1) მატჩი ტაქტიკურად გაარჩია, მინიმუმ არაპროფესიონალია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის აზრით, ასეა… „ასეთი მატჩის შემდეგ ტაქტიკაზე საუბარი საჭიროდ არც კი მიმაჩნია. ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ“, – განაცხადა მუსიე ვილიმ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე. თქვენ ოღონდ...
მამარდამ ვალენსიას 900 000 მოუტანა
Plaza Deportiva-ს წვდომა ჰქონდა ოფიციალურ წყაროებთან, სადაც ამოიკითხა, რომ ევრო 2024-დან „ვალენსიას’’ 900 000 ევრო შეუვიდა. თითქოს სად სანაკრებო და სად საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ ასეც არ არის საქმე. როგორ საზღვრავენ რა თანხა უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატიდან ამა თუ იმ კლუბმა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშა შეჯიბრებას ის ნაკრები, რომელშიც მისი ფეხბურთელი გამოდიოდა. იგულისხმებიან...









