წელი: 2024

Home 2024
ჰაშეკი: ჩვენ ქართველებივით ტექნიკურები არ ვართ, მაგრამ…
ჩანაწერი

ჰაშეკი: ჩვენ ქართველებივით ტექნიკურები არ ვართ, მაგრამ…

ჩეხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფის შეხვედრაში საქართველო 2:1 დაამარცხა და  A ლიგაში აღზევდა. ჩეხებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველო მესამეზე გავიდა. მატჩის შემდეგ მასპინძლების მწვრთნელმა ივან ჰაშკმა თქვა: – პირველ ტურში საქართველოში მძიმე დამარცხების შემდეგ ელოდით, რომ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდით? – ველოდი. ამის რწმენა რომ არ მქონოდა გადავდგებოდი. საკუთარი გეგმის მჯეროდა. ამ გეგმისთვის...

ბასას დღე
ჩანაწერი

ბასას დღე

მე-10 ტურის არ იყოს, პრო დ2-ის მე-11 ტურშიც 16-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ამ ჯერზეც ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ორივე ხსენებული ლელო საკუთარ ანგარიშზე ერთმა მოთამაშემ ჩაიწერა. ბასა ხონელიძე „ორიაკში“ კარგა ხანია ოსტატდება, საქართველოს U20-ის ყოფილმა კვაჭმა თავისი ფრანგული კლუბის ესპუარები საფრანგეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა – ხსენებული გუნდის გამოკვეთილი ლიდერი...

საქართველო ფინეთშია
ჩანაწერი

საქართველო ფინეთშია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ფინეთთან პირველი თამაში 21 ნოემბერს უწევს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჰელსინკიში 10 კალათბურთელით გაფრინდა, სადაც ოთხნი დახვდნენ, ხოლო კიდევ ერთი მატჩის დღეს შეუერთდება. ჯიკიჩმა, ჯამში 15-კაციანი შემადგენლობა თბილისი არენაზე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაასახელა. გეტყვით რომ, ფინეთთან მატჩისთვის ვარჯიში ჩვენებმა ლეგიონერების გარეშე, 10 კალათბურთელით დაიწყეს, რომლებსაც მოგვიანებით ევროტურნირზე...

ჰაშეკი: ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს
ჩანაწერი

ჰაშეკი: ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს

დღეს ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთი საქართველოს მასპინძლობს. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: –  ამჯერად განსხვავებულად უნდა ითამაშოთ ვიდრე სექტემბერში თბილისში, როდესაც 1:4 წავაგეთ. – იმ დღეს რა დაგვავიწყებს. ეს იყო დიდი ჩავარდნა. თბილისური შეხვედრა ცუდად არ დავიწყეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნება მივეცით გავმტყდარიტავით და მეტოქისთვის მომაკვდინებელი კონტრშეტევების...

ოღონდ სეზონის ბოლოს
ჩანაწერი

ოღონდ სეზონის ბოლოს

როდესაც დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვის შესახებ ჰკითხეს, „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა მხრები აიჩეჩა, თუ წავა, გადავიტანთო. კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით კონკრეტული პასუხია. ქართველს კლუბთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2027 წლის ბოლოს გასდის. ერთი ხანია მის გასაახლებლად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელს სურს. მას უნდა, რომ გაეზარდოს ხელფასი, რომელიც სეზონში 1.5 მილიონ ევროსაც კი არ...

ეს უბრალოდ ჩემპიონობა არ იყო…
ჩანაწერი

ეს უბრალოდ ჩემპიონობა არ იყო…

სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს – გორგასალი რომ გოლიათი იყო… თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით… სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა… ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი – სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი ქვეყნის საფეხბურთო ოლიმპს მოსკოვურის გარდა არც ერთი გუნდი არ გააკარეს. ნავსი მხოლოდ 1961 წელს გატყდა,...

ივან ჰაშეკი: ყველაფერი ჩვენს ხელთაა
ჩანაწერი

ივან ჰაშეკი: ყველაფერი ჩვენს ხელთაა

მართალია, ალბანეთში ჩეხეთის ნაკრებმა ჯოჯოხეთურ გარემოში ითამაშა, გუნდის მწვრთნელი ივან ჰაშეკი მშვიდად არის. ეროვნულმა გუნდმა ტირანაში 0:0 ითამაშა და სამშაბათს დისკვალიფიცირებული ტომაშ ხორისა და ტომაშ სოუჩეკის გარეშე შინ საქართველოს ნაკრებს ელის. – გული გწყდებათ იმ ორ ეპიზოდზე, როდესაც ვაცლავ იემელკამ და ლუკაშ ჩერვმა ბურთი ალბანეთის კარის ხარიხას გაარტყეს? – გული უფრო იმაზე მწყდება, რომ ტირანაში...

როცა გამარჯვება ხელიდან გისხლტება
ჩანაწერი

როცა გამარჯვება ხელიდან გისხლტება

გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ ნამდვილი ომი იყო – იტალიის მორაგბეთა ნაკრები პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებისგან ორი ლელოს მიღების შედეგად 6:17 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხი ლელო-გარდასახვა მიითვალა და უმძიმესი გამარჯვება იზეიმა – 20:17. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უბრალოდ დაფრინავდა. ყოველ შემთხვევაში, დავით ნინიაშვილი ჰაერში უფრო ხშირად იყო, ვიდრე გაზონზე. ეს ხუმრობით, თორემ „ნინი“ საწყის 40 წუთში...

ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
ჩანაწერი

ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა

თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა: „ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა....

ტირანაში ორივეს მოგება უნდოდა
ჩანაწერი

ტირანაში ორივეს მოგება უნდოდა

ტირანაში, „ეარ ალბანიაზე’’ B1 ჯგუფის შეხვედრას ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული არ ჰყოლია: 0:0. ბოლო ტურის წინ ჩეხებს 8 ქულა აქვთ, ალბანეთსა და საქართველოს კი – 7. უკრაინა, რომელმაც ბათუმში 1:1 ითამაშა, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. საბოლოო ცხრილში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ბოლო ტურში 19 ნოემბერს გაირკვევა. ტირანული მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი პირველ ტაიმში...