საიტი areanapoli „ნაპოლის’’ თამაშების შემდეგ რეგულარულად გვთავაზობს მათ ტაქტიკურ ანალიზს. პორტალმა ტრადიციას არც „რომასთან’’ შეხვედრის მერე უღალატა. „აძურიმ’’ 1:0 მოიგო. იტალიურ, კერძოდ ნეაპოლურ მედიაში კი განსაკუთრებული რისხვა თავს ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას დაატყდა. გარემარბს აკრიტიკებენ არა მხოლოდ ჟურნალისტები არამედ ვეტერანი ფეხბურთელები, გადამდგარი მწვრთნელები და ფეხბურთთან დაკავშირებული სხვა ადამიანები, თუმცა შეხვედრის ანალიზმა areanapoli-ს ექსპერტები დაარწმუნა, რომ ხვიჩასადმი...
წელი: 2024
ქართული წყვილი ფინალში
პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ISU-ს გრან პრის ფინალში ისრიალებს. ტურნირი 5-8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქი გრენობლშია დაგეგმილი. ფინალში ექვსი წყვილი იასპარეზებს, რომლებმაც ეს საგზურები გრან პრის სერიის ეტაპების დასრულების შემდეგ დაიბევეს. ქართველები ფინალში მეხუთე ადგილით შევიდნენ. ფინალში ასევე არიან არიან კანადური, იაპონური, გერმანული, იტალიური და ამერიკული წყვილები. 19...
ორი ქართველის ორი მოგება
NBA-ში მორგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა. გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე თითქმის ერთნაირი დრო გაატარეს და ორივემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. ბითაძის „ორლანდომ“ შინ „დეტროიტი“ დაამარცხა – 111:100. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 17:39 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 8 ქულის მოგროვება მოასწრო, რასაც თითო მოხსნა, პასი, ჩაჭრა და 3 დაფარება...
საქართველომ მეექვსესკენ გასწია…
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ფინეთი მეორედაც დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სკანდინავიელებს თბილისში 17-ქულიანი მარცხი აგემა – 81:64. ჩვენმა ნაკრებმა უხეიროდ დაწყებული საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ სატურნირო ვითარება კი გამოისწორა, მაგრამ დამშვიდების უფლება არ აქვს, რადგან დანიის ნაკრებთან მომავალი თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს. განსხვავება მხოლოდ ის არის,...
კონტე: ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რაც მე აქ ვარ
„ნაპოლიმ’’ „რომას’’ 1:0 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ პარტენოპეელთა მწვრთნელმა თქვა: „მატჩის წინაც ვამბობდი, რომ სხვებს არ უნდა ვუყუროთ. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვცადოთ ჩვენი თამაში განვავითაროთ. მთელ რიგ საკითხებში გვმართებს ნაბიჯების გადადგმა და დონის ამაღლება. 70 წუთის განმავლობაში მომეწონა ბიჭები როგორ თამაშობდნენ. ბოლო 20 წუთი კი...
შეფასებები: კვარაცხელიამ თავით ააცილა და რამდენიმე შეცდომა დაუშვა
„ნაპოლიმ’’ შინ „რომა’’ დაამარცხა 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. საგოლე კომბინაცია მარცხნიდან ხვიჩა კვარაცხელიას მოსწრებული პირველი პასით დაიწყო, მაგრამ იტალიურმა პორტალებმა ამ ეპიზოდს იმდენი ყურადღება არ მიაქციეს რამდენიც სხვას. calciomercato — 5.5 თამაშის დაწყებიდან ერთ წუთში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ კარიდან ორიოდ ნაბიჯში მდგომმა თავით ვერ შეაგდო. ამის მიუხედავად გული არ გაიტეხა...
საქართველომ ჯავრი ტონგაზე იყარა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ საკმაოდ თვალსასეირო თამაშში ტონგის ნაკრებს 22:7 მოუგო და შემოდგომის ტესტების სეზონი პოზიტიურად დაასრულა. ბორჯღალოსნების მესამე საშემოდგომო ტესტ-მატჩი წინა ორისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. თუკი ახალი ზელანდიის xv-სა და იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ტაიმები ჩაატარა, რასაც უქულო მეორე ნახევრები მიაყოლა, 24 ნოემბერს ტონგასთან მატჩის პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა – 0:0, რაც...
იბერია – ტიტულამდე ზედიზედ შვიდი
ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ტიტულის მთავარი პრეტენდენტის ვინაობა. „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოუგო „ბათუმს“, თუმცა მანამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა. და ვინ აუღო? ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ახლახან 21-წლამდელთა პლეი-ოფში სტუმრად ხორვატ თანატოლებთან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლომის წილი დაიდო ჩვენი ახალგაზდული ნაკრების...
მიდი, გიგა!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – სპორტული მედიის მესაჭე მომდევნო ოთხი წლით ჩვენი კოლეგა, ყველასთვის ცნობილი, გამოცდილი გიგა გვენცაძე იქნება, რომელმაც ეს პოსტი მიხეილ აბაიშვილისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ, ორი ვადით, რვა წლის მანძილზე წარმატებით უძღვებოდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას. დღეიდან მიხეილ აბაიშვილი, ბიძინა ბარათაშვილთან და თენგიზ პაჭკორიასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს შეასრულებს. ძველ-ახალია...
გაძეტა დელო სპორტი: კვარა კვლავ კვარადონა უნდა გახდეს
დღეს „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ ახლა ანტონიო კონტეს ამოცანა თავდასხმის გაძლიერებაა. კერძოდ, მან უნდა შექმნას ისეთი ვითარება, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ძველებურად ათამაშდნენ. „ეს რომ კინო იყოს „რომასთან’’ შეხვედრა „ნაპოლისთვის’’ სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისად ჩაითვლებოდა. პირველ ნახევარში ანტონიო კონტემ აღადგინა შესანიშნავი პროექტი, რომელიც დე ლაურენტისის ეპოქაში გაბრწყნებისთანავე ანუ სკუდეტოს...









