კვარამ შეიძლება ნაპოლისთან კონტრაქტი შობამდე გაახანგრძლივოს

Home კატეგორიის გარეშე კვარამ შეიძლება ნაპოლისთან კონტრაქტი შობამდე გაახანგრძლივოს
კვარამ შეიძლება ნაპოლისთან კონტრაქტი შობამდე გაახანგრძლივოს

ვერ გეტყვით რა ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა ნეაპოლის მთავარმა გაზეთმა „ილ მატინომ’’, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან’’ ახალ ხელშეკრულებას შეიძლება შობამდე მოაწეროს ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი ბევრმა იტალიურმა საიტმა გადაბეჭდა.

გაზეთი შეგვახსენებს, რომ კლუბის ბოლო შეთავაზება წელიწადში 6 მილიონი ევრო იყო.

„ილ მატინო’’ წერს, რომ „ნაპოლის’’ ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის გარემოცვა უახლოეს ხანს შეხვდებიან ერთმანეთს და დიდი შანსია საერთო ენა გამონახონ. ერთხელაც ვიტყვით: არსად ზუსტდება, თუ რამ გაუჩინა „ილ მატინოს’’ ასეთი ოპტიმიზმი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ლაციოსთან’’ შეხვედრაში დაშავდა. მას რამდენიმე კვირიანი უქმობა და მკურნალობა სჭირდება.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.