ესპანეთში გადადებული მატჩების გამო კალენდართან დაკავშირებულმა პრობლემებმა წამოჰყო თავი. ვალენსიას ოქტომბერში თავს წყალდიდობა DANA დაატყდა, როს გამოც „მესტალიას’’ „რეალი’’ ვერ ესტუმრა. მართალია გუშინ, ხუთშაბათს დადგინდა, რომ ეს მატჩი 2 იანვარს ჩატარდება, მაგრამ ქვეყანაში არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2 იანვარი ფეხბურთელებისთვის დასვენების დღეა. იმისათვის, რომ მატჩი ამ დღეს გაიმართოს, თანხმობა AFE-მ ანუ ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციამ უნდა განაცხადოს.
შეთანხმება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ AFE-სა და ლა ლიგას შორის დაახლოებით ერთი წლის წინ გაფორმდა. მის თანახმად პროფესიონალმა ფეხბურთელებმა 23 დეკემბრიდან 2 იანვრამდე უნდა დაისვენონ. სავარაუდოდ, AFE-ს ორივე კლუბის ფეხბურთელებთან მოუწევს შეთანხმება.
„ვალენსიასა’’ და „რეალის’’ თამაშის თარიღის დადგენა მეტწილად „რეალის’’ გადატვირთული კალენდრის გამო რთულდება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
