SKY Sport-ის ინფორმაციით „ნაპოლის’’ წარმომადგენლები მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდნენ. სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ჯანლუკა დი მარცო კი დეტალების დაზუსტებას ცდილობს და თავის საიტზე წერს, რომ კლუბი ქართველს წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მომდევნო სეზონებში მომატების პერსპექტივით. თუმცა, „ნაპოლის’’ გეგმის მიხედვით ხვიჩას ხელფასი 8 მილიონს არასდროს გადასცდება.
და როგორია ფეხბურთელის აგენტის პოზიცია? ჯუღელი მესამე-მეოთხე წელიწადს გასამრჯელოს 8-9 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.
თუმცა, წყაროს თანახმად მთავარი გამოსასყიდი თანხაა. ჯუღელს სურს, რომ ის იყოს 80 მილიონი ევრო და გაყიდვის შემთხვევაში ამ თანხის ნაწილი ფეხბურთელსაც ერგოს.
პორტალი წერს, რომ სავარაუდოდ ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ამ პირობაზე დათანხმება არ ენდომება. მას გამოსასყიდ თანხად გაცილებით მეტის ჩაწერა ექნება გეგმაში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელფასი 1.6 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
