„მილანთან’’ სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ DAZN-ის მიკროფონების წინაშე „ნაპოლის’’ ორი ფეხბურთელი წარდგა: ხვიჩა კვარაცხელია და მეკარე ალექს მერეტი. მათ ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს, რომელიც სკუდეტოს მოპოვებას ეხებოდა. პორტალი Spazionapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „აძურის’’ მოთამაშეებმა ამ კითხვას სხვადასხვანაირი პასუხები გასცეს. დავიწყოთ იმით, რომ „მილანის” დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ უჯობს მოკრძალებული...
შეფასებები, შეფასებები
calciomercato — 7.0 გაბრწყინება ძნელი იყო, რადგან ძალიან უკნიდან თამაშობდა, მაგრამ კვარაცხელიასთვის ერთი ეპიზოდიც საკმარისა და სწორედ ეს მოხდა პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მან სადავეები ხელთ იგდო, მარჯვენა ფეხით ბურთი კარში შეაგდო და ანგარიში გახადა 2:0 („ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანი” 2:0 დაამარცხა). iamnaples — 7.0 ალმასისებრად გაბრწყინებისა და მენიოს ნახევარშეცდომის წყალობით მან „ნაპოლის’’ მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ...
1 – 5 -100
მე-100 მატჩი „ნაპოლის“ მაისურით და პირველი გოლი „მილანის“ კარში… საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე წუთის „სან სიროზე“ მიმდინარე სეზონის მე-5 გოლი გაიტანა.
იბერია თავში დაბრუნდა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 30-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა. სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ (0:1) პირველ ადგილზე „იბერია“ დაბრუნდა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 89-ე წუთზე. ტურის გვიან შეხვედრაში „ტორპედომ“ 2:0 სძლია „დინამოს“ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეორე ბურთი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა შეაგდო, ჯამში 20 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. წინა ტურში „დილა“...



