ანტონიო კონტემ პარასკევის პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ დარჩენილ დროში ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობას კიდევ შეამოწმებენ და ისე გადაწყვეტენ ათამაშონ თუ არა ქართველი კვირას „კალიარის” წინააღმდეგ. მწვრთნელის ასეთი განცხადების მიუხედავად, იტალიური პრესა წერს, რომ ხვიჩა სარდინიაზე უეჭველად ითამაშებს. „გაძეტა დელო სპორტს” მაგალითად უფრო კვარაცხელიას ახალი პოზიცია აინტერესებს ვიდრე მისი ნატკენი კოჭი.
„როგორც ჩანს ტკივილმა გაუარა. ახლა კვარაცხელიას შეუძლია მოედანზე ახალ პოზიციასთან შეგუება განაგრძოს. ლაპარაკია უშუალოდ ლუკაკუს უკან, კართან უფრო ახლოს თამაშზე. აქ მოქმედების საშუალებას 3-4-2-1 განლაგება იძლევა. თუ ოდესმე ტაქტიკის შეცვლა გახდება საჭირო, ის თავის მარცხენა ფრთას დაუბრუნდება. მანამდე კი, კალიარიში, კვარაცხელია განაგრძობს ხაზებს შორის გადაადგილებას, ითამაშებს ართმევაზე, შეასრულებს პირველი მოპრესინგეს როლს და სხვა ყველაფერს, რასაც კონტე დაავალებს. ხოლოდ როდესაც აქტიურ ფაზაში მოუწევს მოქმედება, შეეცდება თავი შეაიარაღოს ისე, როგორც სჩვევია — მარჯვნიდან შეუტევს თუ მარცხნიდან მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
სამ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა ბევრი არ არის იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც ორი სეზონის წინ 180 წუთში სამი გაჰქონდა, მაგრამ ბევრია მისთვის, ვინც გასულ სეზონში საყოველთაო კრიზისით დათრგუნულმა პირველი გოლი მხოლოდ მეექვსე ტურში შეაგდო. კვარას ეჩქარება. მასთან ერთად ეჩქარება „ნაპოლისაც”, — წერს მილანური გაზეთი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
