გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში” გაყიდვის შემდეგ „ვალენსიამ” საჯარო ყურადღება კიდევ ერთი საქმით მიიპყრო: გარემარბი სამუ კასტილეხო კლუბიდან გარიცხა. კასტილეხოს კონტრაქტის თანახმად „მესტალიაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა ეთამაშა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ფეხბურთელი დარჩენილ ხელფასს ითხოვს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.
„ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ იმთავითვე მკაფიოდ გამოაცხადა, რომ კასტილეხო არ სჭირდებოდა და ვარჯიშზეც არ იბარებდა. ესპანელმა თავდამსხმელმა 2023-24 წლების სეზონი იჯარით „სასუოლოში” გაატარა. ამ ზაფხულს „მალაგა” ეძებდა სამუს შეძენის გზებს, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გადახდა მანაც ვერ შეძლო. კასტილეხო მალაგელია და მისი მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უფრო გულშემატკივარს უნდოდა, ვიდრე კლუბს. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
