დღე: აგვისტო 3, 2024

Home 2024 აგვისტო 03 (შაბათი)
საქართველოს გუნდური მარცხი
ჩანაწერი

საქართველოს გუნდური მარცხი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის დღე დადგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას დასაწყისშივე გამოეთიშა – ლაშა გუჯეჯიანის გუნდი იტალიასთან 3:4 დამარცხდა. პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (75 კგ) მოიპოვა; შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერს ასკილაშვილმა (70 კგ) წააგეს; ანგარიში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაათანაბრა; სოფიო სომხიშვილის (+70 კგ) მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვრჩით; მორიგი...

ფრანგებმა და არგენტინელებმა იჩხუბეს
ჩანაწერი

ფრანგებმა და არგენტინელებმა იჩხუბეს

საფრანგეთისა და არგენტინის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებებმა იჩხუბეს. ფრანგებმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგეს, ისინი კი საფინალო სასტვენის შემდეგ მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ფეხბურთელებს მხარი დელეგაციის წევრებმა, სამწვრთნელო შტაბებმა და სტაფის წევრებმაც აუბეს. ცხადია იყვნენ გამშველებლებიც. კონფლიქტი მას მერე დაიწყო, რაც ფრანგები ნახევარფინალში გასვლის აღსანიშნავად მოედანზე გავარდნენ. ამავე დროს მოედანზე არგენტინელი მწვრთნელები და სათადარიგოებიც შეცვივდნენ. სწორედ...

კვარა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, რომელთანაც ნაპოლი საქმეს მოაგვარებს
ჩანაწერი

კვარა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, რომელთანაც ნაპოლი საქმეს მოაგვარებს

„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი მაურო მელუზო „სქაი სპორტის” გადაცემა Speciale Calciomercato-ში გამოჩნდა. მან თქვა: „პიოტრ ჟელინსკის „ინტერში” გადასვლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღეს გული მწყდება საქმის მოსაგვარებლად უფრო რადიკალური ნაბიჯები რომ არ გადავდგი. პოლონელი როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური თვალსაზრისით ფასდაუდებელი ფეხბურთელია. ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი რომ გაჭიანურდა გასაკვირი არ არის. როდესაც მოთხოვნა დიდია, ფასიც იზრდება. ყველას თავისი...