საფრანგეთში რანგით მეორე სარაგბო ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყო. პრო დ2-ის სასტარტო ტურში მონაწილეობა ჩვიდიმეტმა ქართველმა მიიღო. ბევრ მათგანს ახალ კლუბში პირველი მატჩი ჰქონდა, ერთს – სულაც პროფესიული დებიუტი. კოტე მიქაუტაძემ „ბრივში” პირველი მატჩი ჩაატარა — „ოიონაქსთან” 18:9 მოგებაში 35-წუთიანი წვლილი შეიტანა. დამარცხებულებში 58-ე წუთამდე ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიველი მეგობრების გარემოცვაში აღმოჩნდა....
ემპოლიმ მეორე საბა დაიმატა…
საბა საზონოვი კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს, საქართველოს ნაკრების მცველმა ახალმა კლუბმა იჯარით აიყვანა. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია „ემპოლის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 22 წლის საზონოვმა ფეხბურთის თამაში „ზენიტის“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 2022 წელს მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ორ წელიწადში 44 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2023 წლის აგვისტოში საბამ „ტორინოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. სერია A-ში მისი დებიუტი სექტემბერში, „ლაციოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში...
ვალენსიას სასამართლოში დაიბარებენ
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში” გაყიდვის შემდეგ „ვალენსიამ” საჯარო ყურადღება კიდევ ერთი საქმით მიიპყრო: გარემარბი სამუ კასტილეხო კლუბიდან გარიცხა. კასტილეხოს კონტრაქტის თანახმად „მესტალიაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა ეთამაშა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ფეხბურთელი დარჩენილ ხელფასს ითხოვს და სასამართლოში ჩივილს აპირებს. „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ იმთავითვე მკაფიოდ გამოაცხადა, რომ კასტილეხო არ სჭირდებოდა და ვარჯიშზეც არ იბარებდა. ესპანელმა თავდამსხმელმა...
ნაპოლის ორი სქოთი შეემატა
„ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ბაზრობას „ბრაიტონიდან” შოტლანდიელი ბილი გილმორის ყიდვით დაუსვა წერტილი. 23 წლის ნახევარმცველს X პლატფორმაზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიესალმა, „ბრაიტონმა” კი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბილი”, — დაწერა „ნაპოლის” მეპატრონემ. „ვადასტურებთ, რომ ნახევარმცველი ბილი გილმორი „ნაპოლიში” გადავიდა. პირობებს არ ვასაჯაროებთ. გმადლობთ კარგი მოგონებებისთვის, ბილი!”, — გამოაქვეყნა „ბრაიტონმა”. ამრიგად,...
წადით, თქვენიო
ვიქტორ ოსიმენი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღის მთავარი გმირი გახდა — მისი ყიდვა „ჩელსისაც” უნდოდა და „ალ-აჰლისაც”, ის კი „ნაპოლის” შერჩა. როგორც ფრანგული „ეკიპის” ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, გაწბილებული ფეხბურთელი ახლა კატეგორიულად აცხადებს, რომ „ნაპოლის” მაისურით მოედანზე ფეხს აღარ შედგამს. სავარაუდოდ, „ნაპოლისაც” აღარ სჭირდება ოსიმენი. ოსიმენი ის კაცია, რომელმაც გასული წლის დეკემბერში „აძურისთან” კონტრაქტი განაახლა —...
ვილი სანიოლს ზაფხულის გამეორება სურს…
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10-ში უკვე ალბანეთს ესტუმრება. მუსიე ვილიმ გუშინ შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია იმ განვლილ ემოციებზე საუბრით დაიწყო, რომელიც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადა: „ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, წარსულში...
ოსიმენის საქმე დღეს უნდა გაირკვეს
ვიქტორ ოსიმენის ამბავი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს. ნიგერიელი თავდამსხმელი „ჩელსისა” და „ალ აჰლის” შორის აირჩევს. RMC Sport-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის მენეჯმენტი ნეაპოლშია და ცდილობს ფეხბურთელი „სტამფორდ ბრიჯზე” გადაიყვანოს. ოსიმენი თავის მხრივ თანახმაა „ჩელსის” ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ხელფასის მოკლება არ უნდა. სანამ ინგლისელები ნიგერიელს ელაპარაკებოდნენ, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა „ოტელ პარკერში” „ნაპოლის” ხალხს...
ლუკაკუმ ნეაპოლელებს უკვე მოაწონა თავი
„ნაპოლიმ” „ჩელსისგან” რომელუ ლუკაკუ იყიდა და ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. იტალიურმა კლუბმა ლონდონელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდამსხმელის შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში „ნაპოლი” ინგლისში სატრანსფერო თანხის 30 პროცენტსაც გადარიცხავს. „დიდმა რომმა” „აძურისთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ბელგიელი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს, ოღონდ ეს გახლავთ თანხა დაქვითვამდე. დაქვითვის შემდეგ მას...
ახალი ჩემპიონთა ლიგა მონაკოში დალაგდა
დღეს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, რომელიც 2024/25 წლების სეზონიდან სრულიად ახლებურად ჩატარდა. ადრე 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდებოდა და გუნდები ერთმანეთს 2-2-ჯერ ეთამაშებოდნენ. ახალი სეზონიდან კი იქმნება ერთი დიდი, 36-გუნდიანი ლიგა. თითოეული გუნდი სხვადასხვა მეტოქესთან 8 მატჩს ჩაატარებს, რომელთაგან თითოეული ოთხს შინ გამართავს, ოთხს კი – სტუმრად. 8 ტურის შემდეგ შედგება ერთიანი ცხრილი. პირველი...
პირველი მედალი პირველ დღეს…
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი პარასპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ მეტოქეს შეხვდა. ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა, მსაჯებმა კი მოგება ჯაფარიძეს მიანიჭეს. პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით წარადგენს. პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება.









