დღე: ივლისი 3, 2024

Home 2024 ივლისი 03 (ოთხშაბათი)
შავი ლომი და ახალი ჩელენჯ თასი
ჩანაწერი

შავი ლომი და ახალი ჩელენჯ თასი

პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი მომავალი სეზონის ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება. ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდს ჯგუფურ ეტაპზე სამი ძველი და ორი ახალი მეტოქე ეყოლება. „შავი ლომი“ შარშანდელივით მესამე ჯგუფში მოხვდა და შარშანდელის მსგავსად აქვე იქნებიან უელსური „სკარლეტსი“, რომელსაც ქართველებმა მოუგეს, ინგლისური „გლოსტერი“, რომელთანაც ბონუს-ქულა მოიპოვეს, და შოტლანდიური „ედინბურგი“, რომელთანაც არ უთამაშიათ. მოგეხსენებათ, თითოეული გუნდი 5...

ირლანდია ავსტრალიის შემდეგ
ჩანაწერი

ირლანდია ავსტრალიის შემდეგ

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ხუთშაბათს ახალგაზრდა მორაგბეები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებს გამართავენ. ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილი უმცროსი ბორჯღალოსნები სტელენბოსხის „დენიელ ქრეივენ სთედიუმზე“ ირლანდიის 20-წლამდელებს დაუპირისპირდებიან. 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებმა ტურნირი რიხიანად დაიწყეს – იტალიელ თანატოლებს 55:15 მოუგეს. ქართველებმა კი წარმატებით ავსტრალიელებთან სასტარტო მატჩის მხოლოდ პირველი ნახევარი გამართეს (8:6), მეორე ნახევარი...

მბაპეს უქნარას დაარქმევდნენ
ჩანაწერი

მბაპეს უქნარას დაარქმევდნენ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კრის უოდლმა თქვა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოება ყოველთვის ეძებს მიზეზებს ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. მისი აზრით, კილიან მბაპეს ახლაც რომ ეთამაშა პრემიერლიგაში, ის კრიტიკის დიდ ულუფას მიიღებდა. „ჩვენ (ინგლისელები) ყოველთვის ვეძებთ ცუდ მხარეებს, ნეგატიურ ასპექტებს მოთამაშეებში. იმის ნაცვლად, რომ შევხედოთ მათ ძლიერ მხარეებს. ვამბობთ: „ის კარგია დრიბლინგში და პასიებში, მაგრამ ეს ყველას აქვს,...

კრიშტიანუს ანტირეკორდი
ჩანაწერი

კრიშტიანუს ანტირეკორდი

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ის სლოვენიასთან მერვედფინალურ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა. 39 წლის პორტუგალიელის დარტყმა იან ობლაკმა 105-ე წუთზე მოიგერია. რონალდუსთვის ეს გაცუდებული პენალტი პირველი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ. თავის მხრივ, ობლაკმა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგერია 11-მეტრიანი. რონალდუ ასევე გახდა პირველი ევროპელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე სამი პენალტი გააცუდა....

გახდება ზურიკო ჟირონდისტი?
ჩანაწერი

გახდება ზურიკო ჟირონდისტი?

ჟორჟ მიქაუტაძის „მეცი” ფლეი-ოფში „სენტ ეტიენმა” დაამარცხა. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევდა და ახლა გაძლიერება სურს. ამ მიზნით, Foot Mercato-ს ინფორმაციით ის 23 წლის ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას ცდილობს. „სენტ ეტიენმა” ორი სეზონი ლიგა 2-ში გაატარა. ახლა მას უმაღლეს ეშელონში დარჩენა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი. კლუბს როგორც იქნა...

მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს
ჩანაწერი

მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს

როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს. შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის...

ლა ლიგა ფეხბურთელების სახსრებს დააკვირდება
ჩანაწერი

ლა ლიგა ფეხბურთელების სახსრებს დააკვირდება

იმისათვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ რა ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება ესპანეთის ლა ლიგაში ახალი 2024-25 წლების სეზონიდან, ჯერ გავეცნოთ ოფსაიდის ნახევრად ავტომატური დაფიქსირების მეთოდს. მას მოკლედ „ნახევრადავტომატურ ოფსაიდს” უწოდებენ. ლაპარაკია არა ბევრი ვიდეოკამერით მიღებულ გამოსახულებათა შეჯერება-შედარებაზე, არამედ მოწყობილობაზე, რომელიც სტადიონის სახურავზე დამონტაჟდება და როგორც კი მოთამაშე მოედანზე ფეხს შედგამს, მის 30 სახსარს კონტროლის ქვეშ აიყვანს. ეს...