არის პირველი ოქრო!!! ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა, თან უმაღლესი ხარისხის. ბექაური (90 კგ.) ოქროსკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუყვა და ბულგარელი ივაილო ივანოვი იოლად დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა კორეელ ჯიეოპ ჰანს ვაზარი თავიდანვე აართვა და მისი შენარჩუნება არ გასჭირვებია. ნახევარფინალში „ქართული დუელი“ შედგა – ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი...
მამარდას ჯერ ავარჯიშებენ, დიმიტრიევსკის – ათამაშებენ
ესპანური „მარკა” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”, პატერნას ბაზაზე დაბრუნებასა და პირველ ვარჯიშზე წერს. დიდი მადრიდული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, სადაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და თავისი საბაზრო ფასი გაზარდა. სამშაბათს ქართველი გოლკიპერი „ვალენსიას” მეკარეთა მწვრთნელის ხოსე მანუელ ოჩოტორენას ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგა. აქვე იყო მისი კონკურენტი, „ღამურების” ახალი შენაძენი, ჩრდილო მაკედონიელი...
თავგანწირვა, პრესინგი, დაცვაში ჩარბენა
ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” ურთიერთობა ჯერ კიდევ გასარკვევია. პოპულარულმა რომაულმა გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა” ამ საკითხს წერილი მიუძღვნა: „კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი გაყინულია, გაჩერებულია. ის ცოცხლობს, მაგრამ გადასაწყვეტია… …კვარას სავაჭრო ნიშანი მისი უმაღლესი კლასის ტრიუკები და აფეთქებებია, მაგრამ ყველაფერზე საინტერესო („ეგნატიასთან” ამხანაგურ შეხვედრაში) ქართველი გარემარბის საბრძოლო სულისკვეთების ნახვა იყო: თავგანწირვა, პრესინგი, დაცვაში ჩარბენა და თავის...
ოსიმენი ამანათია?
რჩება ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში”? სავარაუდოდ არა, მაგრამ სად წავა ჯერჯერობით გაურკვეველია. „პარი სენ ჟერმენი”, რომელიც ნიგერიელის ყველაზე რეალურ მყიდველად მიაჩნდათ, „პარტენოპეელთა” მოლოდინის საწინააღმდეგოდ აგრესიულ ვაჭრობაზე არ გადავიდა. დრო კი გადის. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება გამოსავლის პოვნა. ამასთან, „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოსიმენის ნაცვლად გუნდში მისთვის სასურველი თავდამსხმელის, ბელგიელი რომელუ ლუკაკუს მიყვანა სურს....
მედალი არის, მაგრამ…
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი კი მოიპოვა, მაგრამ იმ ხარისხის არა, რომელსაც ველოდით – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა. გრიგალაშვილმა (81კგ.) ასპარეზობა მოლდოველ მიჰაილ ლატისევის ძლევით დაიწყო, შემდეგ ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი ორივე ვაზარით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონჰვან ლის დაუპირისპირდა და უმძიმესი ბრძოლაში, რომელიც...
იქნებ ნაპოლი პირდაპირ ჩელსის გაურიგდეს?
ახლა უკვე აშკარაა, რომ „პარი სენ ჟერმენი” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას ჭოჭმანობს. ამიტომ „ნაპოლიმ” გადაწყვიტა ტაქტიკა შეცვალოს და „ჩელსის” დაელაპარაკოს. ასეთია ცნობა, რომელიც ადრე ტრანსფერების ექსპერტმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, ახლა კი ინგლისურმა გაზეთმა „გარდიანმა” დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს „ჩელსისგან” ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდა, ამისთვის კი ფული სჭირდება. „ნაპოლის” ამ...
რანაირია ნაპოლი სათადარიგოთა სკამიდან?
ჯოვანი იგივე ჯანი იმპორტა გახლავთ 76 წლის ვეტერანი ნახევარმცველი, რომელიც სერია A-ს გუნდებიდან თამაშობდა „ნაპოლიში”, „კატანძაროსა” და „სამპდორიაში”. იმპორტა „ნაპოლიში” 1967-68, 1969-73 და 1979-80 წლებში გამოდიოდა, ჯამში მონაწილეობა მიიღო 131 შეხვედრაში და გაიტანა 15 გოლი. კვირას კასტელ დი სანგროში იმპორტა, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, „პარტენოპეელებმა” „ეგნატიასთან” შეხვედრაზე დაპატიჟეს და ნება დართეს სათადარიგოთა სკამთან მჯდარიყო. მატჩის შემდეგ...
უმედლობა გრძელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....
მამარდაშვილი ფართო ღიმილით ქოჩორაშვილთან სათამაშოდ ემზადება
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა. ვალენსიურმა და არა მარტო ამ ქალაქის პრესამ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა. ზოგი გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კლუბმა, რომელსაც კარგი ფეხბურთელების პრობლემა აქვს, ამ ზაფხულში ჯერჯერობით ორი კაცი დაიმატა და… ერთი მათგანი მეკარე იყო. გეგონება, ამ პოზიციაზე აკლდა მაღალი დონის მოთამაშე. „ჩეების” ახალი მეკარე გახლავთ ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი, რომელიც გუნდთან...
კვარამ დაიწყო!
კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” ალბანეთის ჩემპიონი „ეგნატია” დაამარცხა – 4:0. მიმდინარე ზაფხულში ეს იყო „პარტენოპეელთა” მესამე ამხანაგური შეხვედრა. იმავდროულად ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა. შესვენებისას ის ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა. ტრიბუნები პირთამდე შეივსო. 22-ე წუთზე ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა. მან ბურთი ჩაჭრა, მიაწოდა სტანისლავ ლობოტკას, სლოვაკმა საპასუხო გადაცემა არ დაუგვიანა, საჯარიმოში შესულმა ქართველმა...









