areanapoli წერს, რომ „ნაპოლი” ანტონიო კონტეს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა. ბოლო დღეებში თვალშისაცემად ამოძრავებულა კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა. როგორც „სქაი სპორტი” ამბობს, მან ყურადღება „ჟირონას” მარცხენა მცველზე, მადრიდში დაბადებულ-გაზრდილ, „რეალის” სკოლაგამოვლილ 22 წლის მიგელ გუტიერესზე გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ „ჟირონა” „რეალისა” და „ბარსელონას” შემდეგ ლა ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.
გუტიერესის ფასი 25 მილიონი ევროა. ის გასული სეზონის აღმოჩენად და თავის პოზიციაზე ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.
რატომ დაინტერესდნენ ნეაპოლელები მარცხენა მცველით? იმიტომ, რომ კონტემ შეიძლება 33 წლის პორტუგალიელი მარიო რუი გაუშვას, მატიას ოლივერა კი… მარცხენა ფრთაზე წინ გადაიყვანოს.
ეს ამბავი ბევრს გაუკვირდება, რადგან „ნაპოლის” მარცხენა ფრთაზე წინ კაცი ჰყავს — ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა, როგორც ყველაფერს ამასაც აქვს ახსნა. კონტეს ტაქტიკა მისი წინამორბედების ტაქტიკისგან განსხვავდება. ის არის არა 4-3-3 არამედ 3-5-2 განლაგების ერთგული და მისთვის ორი თავდამსხმელი ერთმანეთთან ახლოს, უნისონში მოძრაობს. გამოდის, რომ ახალი თავკაცის ხელში კვარაცხელიას სწორედ მეორე თავდამსხმელად მოუწევს გადასვლა და ცენტრფორვარდთან (ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელუ ლუკაკუ თუ სხვა) ახლოს ანუ უფრო შუაში სირბილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
