„ნაპოლი” ნეაპოლელების გუნდია და ადგილობრივების აზრი მისი დღევანდელობისა თუ მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ნეაპოლელი, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ აზრი ჰკითხა ვეტერანი ფეხბურთელი ანტონიო ფლორო ფლორესია, რომელმაც კარიერა „აძურიში” დაიწყო, თუმცა კარიერაში ბევრი სხვა კლუბიც მოიარა, პროფესიულ დონეზე ხუთასზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. მასთან Radio Martem ჩაიწერა ინტერვიუ.
„როგორ წარმომიდგენია ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ანტონიო კონტეს სქემაში? კვარაცხელია გარემარბად არის დაბადებული, რომელმაც ფრთაზე თავისუფლად უნდა იმოქმედოს. კონტე „არეცოში” ჩემი მწვრთნელი იყო და ვიცი, რომ მის გუნდებში ფეხბურთელები ხშირად სინქრონულად მოქმედებენ. მართალი გითხრათ, ამ მიდგომის კარგად არ მესმის. ვფიქრობ, კონტეს 3-5-2 სქემით გაუჭირდება. ამასთან მინდა დავძინო, რომ ის დიდი მწვრთნელია და როგორც ასეთს ალბათ კარგად მოეხსენება, როგორ უნდა მოარგოს თავისი სისტემა ცალკეულ ფეხბურთელებს, თორემ კვარაცხელიას კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დაუშვებელია. თუ ქართველს გაყიდიან, მე „ნაპოლის” თამაშების ყურებას თავს დავანებებ. მისი თამაშის საყურებლად ცალკე ბილეთი უნდა იყიდებოდეს. კვარაცხელიას ფეხბურთი ელეგანტური და ლამაზი საყუერებელია. ის არის მოთამაშე, რომლის თავის გუნდში ყოლა ნებისმიერ მწვრთნელს უნდა და არა მგონია კონტე ასეთ უპირატესობას შეელიოს”, — თქვა ფლორო ფლორესმა ხსენებულ ინტერვიუში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
