ფეხბურთი და რელიგია ოდინდელი თემაა. ის „ნაპოლისთვისაც” კარგად არის ნაცნობი. „აძურის” შემადგენლობაში მუსლიმ ფეხბურთელებს ადრეც უთამაშიათ: ელიფ ელმასი, კალიდუ კულიბალი, ფაუზი გულამი… დღეს, მუსლიმური სამყარო რამადანს იწყებს. ის 29 დღეს გასტანს. რამადანი მარხვაა, ოღონდ ქრისტიანებისგან განსხვავებით ისლამის მიმდევრები აისიდან დაისამდე არ ეკარებიან საჭმელ-სასმელს, რაც ბევრის აზრით პროფესიონალი ფეხბურთელისთვის სასურველი არ არის.
„ნაპოლიში” ამჟამად ორი მუსლიმია: ჰამედ ტრაორე და ამირ რაჰმანი. მწვრთნელები ამბობენ, რომ მათ ფიზიკურ მომზადებაზე ზრუნვისთვის მზად არიან. კლუბს აქვს გამოცდილება და იცის, რომ პროფესიული ფეხბურთი რწმენას ხელს არ უშლის.
ტრაორე „ნაპოლიში” ინგლისური „ბორნმუთიდან” გადავიდა, სადაც ასევე იცავდა რამადანს. შარშან ამ დროს „ბორნმუთის” თავკაცი გარი ონილი ამბობდა: „მე მას ამ თემაზე ხშირად ველაპარაკები. ის მპასუხობს, რომ თავს კარგად გრძნობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება ადვილი არ არის. უმაღლესი დონისპროფესიულ ფეხბურთში რამადანის დაცვა ალბათ ერთიორად რთულია, მაგრამ მოედანზე ეს არ იგრძნობა. ჩვენი მხრივ ყველანაირად ვუწყობთ ხელს”.
საინტერესოა, რომ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ, რომელიც ქრისტიანია, გადაწყვიტა სერია A-თვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, მარტსა და აპრილში, მარხვა არ დაიცვას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
