ჟელინსკი ლევანდოვსკიზე მეტია

Home კატეგორიის გარეშე ჟელინსკი ლევანდოვსკიზე მეტია
ჟელინსკი ლევანდოვსკიზე მეტია

პიოტრ ჟელინსკი პოლონეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 29 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში „ნაპოლის” გაჩემპიონებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მან 37 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გადააწოდა.

გამოკითხვაში ჟელინსკიმ „ბარსელონას” თავდამსხმელი, ცნობილი რობერტ ლევადნოვსკი ჩამოიტოვა.

ვარშავაში ჟელინსკის ჯილდო მამაისმა ზბიგნევმა მიიღო, რადგან თავად პიოტრმა ჩასვლა ვერ მოახერხა.

„როგორც მამა საოცრად ამაყi ვარ. მწამს, ეს აღიარება ჩემი შვილისთვის საგაისოდ დამატებითი მოტივაცია იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ნაკრები 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, ვფიქრობ პიოტრს მომდევნო კლუბი უკვე შერჩეული აქვს”, — თქვა ფეხბბურთელია მამამ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პიოტრ ჟელინსკის მომავალი კლუბი „ინტერია”.

პოლონეთის ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ესტონეთის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში უელსსა და ფინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.