„აიაქსის“ მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდური „ალ-იტიფაკისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერის თაობაზე.
„სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰენდერსონთან. მას ჯერ კიდევ სჭირდება საუდის არაბეთში გარკვეული საქმეების მოგვარება. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო ამ ტიპის მოთამაშეების გამოყენება. ამით პარტნიორებიც ისარგებლებდნენ, – თქვა ვანტ სხიპმა.
შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონი საუდეთში ცხოვრებით უკმაყოფილოა, იქ ყოფნა მობეზრდდა და კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
