„ნაპოლის” მეკარე ალექს მერეტი „მონცასთან” შეხვედრაში დაშავდა და მატჩის მსვლელობისას შესაცვლელი გახდა — მის ნაცვლად კარში დედით უკრაინელი ნიკიტა ბარანოვსკი-კონტინი ჩადგა. საერთოდ „აძურის” მეორე მეკარე პიერლუიჯი გოლინია, მაგრამ ამ დღეს ისიც დაშავებული იყო.
მერეტმა, რომელიც ნეაპოლიდან შორს, უდინეშია დაბადებულ-გაზრდილი გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ უფრო სერიოზულად არის დაშავებული ვიდრე ეგონათ. მის მკურნალობას საკმაო ხანი, დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. სავარაუდოდ, მერეტს გაუცდება შემდეგი შეხვედრები:
7 იანვარს სტუმრად „ტორნოსთან” (სერია A); 14 იანვარს შინ „სალერნიტანასთან” (სერია A); 18 იანვარს რიადში „ფიორენტინასთან” (იტალიის სუპერთასის ნახევარფინალი); 28 იანვარს რომში „ლაციოსთან” (სერია A); 4 თებერვალს შინ „ვერონასთან” (სერია A); 11 თებერვალს მილანში „მილანთან” (სერია A); 17 თებერვალს შინ „ჯენოასთან” (სერია A); 21 თებერვალს შინ „ბარსელონასთან” (ჩემპიონთა ლიგა); 25 თებერვალს კალიარიში „კალიარისთან” (სერია A) და 28 თებერვალს სასუოლოშო „სასუოლოსთან” (სერია A).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
