როგორც იქნა, ის დროც მოვიდა, როცა სარაგბო ევროთასების მორიგი ტურის მიმოხილვისას საუბარი ქართულ გუნდზეც გვიწევს ევროპულ კლუბებში მიმოფანტულ ლეგიონერთა გარდა. „შავ ლომს“ ჩელენჯ კაპზე დებიუტი მარცხიანი კი გამოუვიდა, მაგრამ ავტორიტეტიანი სარაგბო გამოცემები ერთხმად აღიარებენ ქართული ფრენჩაიზის კონკურენტუნარიანობას და ამბობენ, რომ მართალია, ცუდ ფორმაში მყოფ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარ „გლოსტერს“ გაუართლა, რომ თბილისიდან 4 ქულა წამოიღო....
შოთა თურქეთში დაბრუნდა
შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქს“ ჩაიბარებს. „თურქეთის სუპერლიგაში „ანტალიასპორთან“ მარცხის შემდეგ „ქარაგიუმრუქმა“ მწვრთნელი ალფარსლან ერდემი პოსტიდან გაათავისუფლა. მის ნაცვლად კი გუნდს შოთა არველაძე ჩაიბარებს, ვისტანაც კლუბმა პრონციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია“. შოთა თურქულ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად უახლოეს დღეებში გააფორმებს. თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ „ქარაგიუმრუქი“ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა. ქართველი მწვრთნელი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალში“ (2022)...
კვარას გრიპმა გაუარა
„ნაპოლი” კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე „ბრაგასთან” სათამაშოდ ემზადება. შეხვედრა სამშაბათს „მარადონაზე” გაიმართება. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. მასპინძლებს ყველა შედეგი აწყობთ ორი და მეტი ბურთით წაგების გარდა. საწვრთნელ ცენტრში ნეაპოლელთა ვარჯიშში არ მონაწილეობდა ვიქტორ ოსიმენი, რომელიც მაროკოში, კერძოდ მარაკეშში გაფრინდა, სადაც მას 2023 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უნდა გადასცენ. როგორც იტალიური პრესა...
ნეაპოლური პრესის ამარა ვერაფერს გახდები
Napolipiu წერს, რომ ზოგადიტალიური გაზეთების და ტელეარხების მხარდაჭერის გარეშე, მარტო ნეაპოლური მედიით „ნაპოლი” შორს ვერ წავა და ამის დასტურად მსაჯთა ის შეცდომები მოჰყავს, რომლებმაც „პარტინოპეელთა” ბოლო ორ მატჩზე იქონია გავლენა. ლაპარაკია შეხვედრებზე „ინტერთან” (0:3) და „იუვენტუსთან” (0:1). პორტალი აღშფოთებულია, რომ დავიდე მასას მიერ „ინტერთან” შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ „აძურის” ისევ მიკერძოებული მსაჯი დანიელე ორსატო...
ლუდის დისკვალიფიკაცია
ლუდმა ინგლისელი ფანებისთვის ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღოს. გელზენკირხენის პოლიციის შეფმა გამოაცხადა, რომ ქალაქი ინგლისელთა და სერბთა შეხვედრისთვის კარგად მოემზადება. ინგლისის ნაკრებს ევროზე პირველი მატჩი 16 ივნისს „შალკე 04″-ის „ველტინს არენაზე” უწევს და იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში გაიმარჯვებს, შეიძლება მერვედფინალური შეხვედრაც ამ სარბიელზე ჩაატაროს. გერმანული ქალაქის მთავარი პოლიციელი პეტერ ბოთი კი უსაფრთხოების დაცვის...
კვარაცხელიას გრიპის ნიშნები ჰქონია
„ნაპოლიში” ცუდი პერიოდი გრძელდება. „რეალთან”, „ინტერთან” და „იუვენტუსთან” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „პარტენოპეელებს” ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიურ „ბრაგასთან” ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ელით. ამ შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული გავა თუ არა გუნდი მერვედფინალში. ერთი შეხედვით ამოცანა გადაულახავი არ არის: მატჩი ნეაპოლშია და ფლეი-ოფში მოსახვედრად „აძურისთვის” საკმარისია ორი და მეტი გოლის სხვაობით არ წააგოს. მეორე მხრივ, კასტელ ვოლტურნოს...





