„ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ერთ-ერთი პირველი ამოცანა მარცხენა მცველის მარიო რუის გარეშე თამაშის სწალვაა. პორტუგალიელი მის განკარგულებაში ტრავმის გამო თვენახევარი არ იქნება. რასაკვირველია, გუნდში რუის შემცვლელი არსებობს. ის გახლავთ მატიას ოლივერა, მაგრამ ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა იანვრამდე არ იღება, ურუგვაელი თავის პოზიციაზე დროებით მარტო დარჩება. areanapoli წერს, რომ მაცარი სამარქაფო მარცხენა მცველად ალესანდრო ძანოლის, ჯოვანი დი ლორენცოს, ჟუან ჟესუსისა და ნატანის კანდიდატურებს განიხილავს. ფიქრობენ აგრეთვე თავისუფალ აგენტებზე, გერმანელებზე მარვინ პლატენჰარდტსა და ნიკო შულცზე, აგრეთვე ინგლისელ დენიელ ლი როუზზე. ისინი ამ ეტაპზე უგუნდოდ არიან.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
