პიოტრ ჟელინსკი იტალიის მოქალაქე გახდა. „ნაპოლის” ნახევარმცველი აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც bel paese-ში ანუ ლამაზ ქვეყანაში (იტალიაში) ცხოვრობს და მუშაობს (ფეხბურთის გულშემატკივართა ენაზე თამაშობს), რის შედეგადაც მას დაუგროვდა ყველა საკმარისი პირობა საიმისოდ, რათა ამ ქვეყნის პასპორტი მიიღოს. იტალიის მოქალაქეობის მისაღებად ჟელინსკის კიდევ ერთი რამ, ენის ცოდნა მოეთხოვებოდა, რაც საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან...
მიულერი, ჰუმელსი და ახლები…
გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ახალ პოსტზე დებიუტისთვის ემზადება. გერმანიის ნაკრები ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატერებს – 14 ოქტომბერს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება, 18-ში კი მექსიკას. ამ მატჩებისთვის იულიან ნაგელსმანმა 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა „ბუნდესგუნდში“ დააბრუნა მატს ჰუმელსი, რომელსაც ნაკრებში ევრო 2020-ის შემდეგ აღარ უთამაშია, ვეტერანებიდან ნაგელსმაის სიაშია თომას...
კარდიფის გმირობის გასამეორებლად
შაბათს, 7 ოქტომბერს საქართველოს ბორჯღალოსნები X მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებენ. ნანტის „ბოჟუარზე“ ლევან მაისაშვილის გუნდი უორენ გეტლანდის უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა რახანია გაინაღდა და მიზნად ისღა დარჩა, ქართველებთან შეხვედრაში თუნდაც ქულა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ჯგუფში პირველობა ნიშნავს პლეი-ოფში არგენტინასა ან იაპონიაზე გასვლას, რაც ინგლისთან შეჯახებას ალბათ სჯობს. თუმცა, ეჭვი ნურავის შეეპარება...
ვალენსიელები ვინისიუსს მატყუარას უწოდებენ
განხილვის ორჯერ გადადების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა ხუთშაბათს ბოლოს და ბოლოს მისცა ჩვენება გასულ სეზონში „მესტალიაზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაისში, „ვალენსიას” და „რეალის” შეხვედრის დროს ვინისიუსმა ადგილობრივ გულშემატკივარს რასიზმში დასდო ბრალი. როგორც ვალენსიური superdeporte წერს, პირველად ბრაზილიელ თავდამსხმელს სასამართლოში თავდაპირველად ივნისში უხმეს, მაგრამ მან შვებულება მოიმიზეზა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მაშინ სასამართლომ ფეხბურთელს ვიდეოჩართვა სთხოვა,...
ხუთი შესაძლო ცვლილება ნაპოლის შემადგენლობაში
კვირას, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე „ნაპოლი” „ფიორენტინას” მასპინძლობს. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, მოსალოდნელია, რომ რუდი გარსიამ ამ შეხვედრაში „რეალთან” ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელით შეცვალოს. „ელმასის გამოყენება შეიძლება როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფრთაზე. „რეალთან” ის მარჯვენა ფრთაზე პოლიტანოს ნაცვლად შევიდა. ფლანგზე თამაშის კანდიდატია რასპადორიც. ის მიმდინარე სეზონში ნამდვილი ჯოკერია. მარიო რუიმ მადრიდელებთან...
დივანზე ჯდომა და ნამცხვრის ჭამა ადვილია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის (2:3) სხვადასხვა ეპიზოდის გარდა მადრიდელთა მესამე გოლითაც იყო საინტერესო. ფედე ვალვერდეს დარტყმული ბურთი ოდნავ შეცვლილი ტრაექტორიით ჯერ ხარიხას, შემდეგ კი ნეაპოლელთა მეკარის ალექს მერეტის ზურგს მოხვდა და კარში შევიდა. ამ გოლზე ლაპარაკი იტალიაში ჯერაც არ შეუწყვეტიათ. ესპანური პორტალი El Chiringuito TV წერს, რომ 25...
იყავი გულწრფელი!
ამერიკულმა კომპანია Netflix-მა დევიდ ბექემის შესახებ დოკუმენტური მინი-სერიალი გადაიღო. სერიალი მოგვითხრობს ბევრ ბიოგრაფიულ ამბავს ლეგენდარული ბრიტანელი სპორტსმენის საფეხბურთო და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამავდროულად, სერიალში ყველაზე განხილული და რეზონანსული ფრაგმენტი დევიდ ბექემისა და მისი მეუღლის საუბარი იყო. ამრიგად, ვიქტორია ბექემმა თქვა, რომ ის ჩვეულებრივი მუშათა კლასის ოჯახიდანაა. კარს მიღმა მყოფმა დევიდმა ეს გაიგო და გადაღების პროცესში ჩაერია....
სვანაძის 23
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასძინლებს (18:00), 17-ში კი – შვედეთს (19:00). ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“). მცველები გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („დინამო...
პოკლონსკი და გიგიაძე
წყალტუბოს ,,სამგურალის” მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა. პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,დნიპრო 2″- ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი ,,დნიპროს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს ,,დნიპრო 1″-ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში ,,ნიკოპოლს” ხელმძღვანელობდა. ბოლოს კი უკრაინულ ,,ვპკ-აგროს” თავკაცად მუშაობდა. წყალტუბოს ,,სამგურალში” ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს,...
ვილი ოქტომბრისთვის
საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურად ტაილანდს დაუპირისპირდება, ხოლო 15-ში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კვიპროსს უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ფრანგი სპეციალისტის განაცხადში ერთი დებიუტანტია – იტალიური „სპეციას“ 22 წლის მცველი ივა გელაშვილი. ნაკრები უახლოესი მატცებისთვის 24 ფეხბურთელით მოემზადება. მეკარეები გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი,...









