თვე: ოქტომბერი 2023

Home 2023 ოქტომბერი
ტურპენის კიდევ ორი სერიოზული შეცდომა
ჩანაწერი

ტურპენის კიდევ ორი სერიოზული შეცდომა

„ნაპოლისა” და „რეალის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტი მადრიდელთა კარში დანიშნული პენალტი გახლდათ. მასზე პრეს კონფერენციებსა თუ მას-მედიაში ბევრი ილაპარაკეს. ამის პასუხად, ნეაპოლურმა საიტმა napolipiu.com-მა როგორც თვითონ წერს შენელებით გადაახვია მატჩის გამორჩეული მომენტები და ფრანგ მსაჯ კლემან ტურპენს კიდევ ორი ისეთი შეცდომა უპოვა, რომელაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. 1. ვალვერდეს გოლამდე ცოტა ხნით ადრე,...

ბელინგემი: მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია
ჩანაწერი

ბელინგემი: მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის სტუმრებმა 3:2 მოიგეს. მადრიდელთა სამი გოლიდან ორიში მონაწილეობა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, 20 წლის ინგლისელმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო. მან ვინისიუსს საგოლე პასი მიაწოდა, თავად კი დრიბლინგით გაიტანა გოლი, რომელმაც შედარებების მოყვარულთ დიეგო მარადონას 1986 წლის შედევრი მოაგონა. „ასეთი შედარება გადაჭარბებულია, — თქვა ნახევარმცველმა, — რაც...

2030 წელს მონდიალი სამ კონტინენტზე ჩატარდება
ჩანაწერი

2030 წელს მონდიალი სამ კონტინენტზე ჩატარდება

დღეს, 4 ოქტომბერს, გაიმართა ფიფას საბჭოს სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ტურნირის იტორიაში პირველად, სამ კონტინენტზე, ექვს ქვეყანაში გაიმართება. მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა. ყველაზე მეტ მატჩს მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია უმასპინძლებს, – ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური იტყობინება. მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, გახსნის...

ორი თამაში და სიმბოლური
ჩანაწერი

ორი თამაში და სიმბოლური

თბილისის „დინამოდან“ ბელგიურ „ბევრენში“ გადასული  გიორგი მოისწრაფიშვილი, ვებგვერდმა proximus-მა ბელგიის ჩელენჯერის პრო ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მას დებიუტი „ლიეჟთან“ ჰქონდა, სადაც 66-ე წუთზე შეცვალეს, „დეინცესთან“ კი სტუმრად კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოისწრაფიშვილს საფეხბურთო ვებგვერდმა მაღალი შეფასება დაუწერეს...

მარიო ჯიუფრედი: გარსია მარიო რუის უპატივცემულოდ ეპყრობა
ჩანაწერი

მარიო ჯიუფრედი: გარსია მარიო რუის უპატივცემულოდ ეპყრობა

„ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის (2:3) შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო კვლავ ხმაური ატყდა. ამჯერად ის პორტუგალიელი მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ გამოიწვია. მან ფრანგი სასტიკად გააკრიტიკა, თქვა, რომ ის მის კლიენტს უსამართლოდ და უპატივცემულოდ ექცევა. ჯიუფრედიმ ხაზი გაუსვა, რომ მარიო რუი „პარტენოპეელთა” გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და ეს ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის დროს კარგად ჩანდა....

400 და ჰეთ-თრიქი
ჩანაწერი

400 და ჰეთ-თრიქი

მეოთხე წრის პირველი (ჯამში – 28) ტური უხვგოლიანი გამოდგა. 21 ბურთი გავიდა და ერთით ჩამორჩა სარეკორდო 22-ს რომელიც ფეხბურთელებმა მე-14 და 24-ე სათამაშო დღეებში გაიტანეს. სეზონის მე-400 გოლის ავტორი დანიელი ალექსანდერ იაკობსენი გახდა, რომელმაც „შუქურას“ პენალტით გაუტანა 69-ე წუთზე. ამავე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიითვალა გიორგი წიტაიშვილმა. ეს გიორგის პირველი სამგოლაა ეროვნულ ჩემპიონატში. „ბათუმმა“ კი 6:0 სძლია...

შოთას თურქული ვარიანტი
ჩანაწერი

შოთას თურქული ვარიანტი

ცოტა ხნის წინ თურქეთის სუპერლიგის გუნდმა, „სამსუნსფორმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი, ჰუსეინ ეროღლუ. მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ადგილობრივი სპეციალისტისგან გუნდის გაწვრთნაზე უარი მიიღო, უცხოელი მწვრთნელის მიწვევა განიზრახა და ვაკანტური პოსტი 50 წლის ქართველ სპეციალისტს, შოთა არველაძეს შესთავაზა: „მას მერე, რაც „სამსუნსფორმა“ უარყოფითი პასუხი მიიღო რამდენიმე ადგილობრივი სპეციალისტისგან, მათ შორის ქოჯამანის, იალჩინისა და ქალიმბაისგან,...

პოლიტანო: რეალს ტოლი არ დავუდეთ
ჩანაწერი

პოლიტანო: რეალს ტოლი არ დავუდეთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის შემდეგ (2:3) ნეაპოლელთა მარჯვენა გარემარბმა მატეო პოლიტანომ თქვა: „კარგი სტარტის შემდეგ ჩავარდნა გვქონდა და ამ მონაკვეთში ორი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში უპირატესობა უკვე ჩვენს ხელთ იყო. ამ უპირატესობის ფონზე, შედეგმა ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ ერთი ფაქტია: რა გზასაც ვადგავართ, იმ გზაზე უნდა განვაგრძოთ სიარული. რასაკვირველია, უკეთაც შეგვეძლო,...

დი ლორენცო: მირჩევნია ასე წავაგო, ვიდრე დაცვაში ჩავიკეტო და ვიწვალო
ჩანაწერი

დი ლორენცო: მირჩევნია ასე წავაგო, ვიდრე დაცვაში ჩავიკეტო და ვიწვალო

„ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის (2:3) დამთავრების შემდეგ, სტადიონის მიქს-ზონაში ჟურნალისტებთან ნეაპოლელთა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ილაპარაკა. მან თქვა: „თამაშის ხარისხი არსად წავა. დღეს „რეალს” ტოლი არ დავუდეთ. შედეგი კი არ ვარგოდა. ახლა გერმანელებთან გვაქვს ზედიზედ ორი შეხვედრა. ამ შეხვედრებს ჯგუფიდან გასასვლელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, ვიმეორებ, შედეგის მიუხედავად, ჩვენი დღევანდელი თამაში პოზიტიური იყო” დღევანდელ შეხვედრაში...

იყო პენალტი?
ჩანაწერი

იყო პენალტი?

„ნაპოლისა” და „რეალის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის 51-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:2, მადრიდელთა საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენთან ორთაბრძოლის დროს ნაჩო ფერნანდესმა თითქოს ხელით ითამაშა. ფრანგმა მსაჯმა კლემენ ტურპენმა თამაშის გაგრძელება ანიშნა, მაგრამ იქვე გააჩერა ფეხბურთელები. როგორც ჩანს, არბიტრს VAR-ის ოთახიდან უთხრეს, რომ ეპიზოდს შემოწმება სჭირდებოდა. ერთი ხნის შემდეგ ტურპენი თავად გაეშურა მონიტორისკენ, ეპიზოდი განმეორებით ნახა და „რეალის”...