თვე: ოქტომბერი 2023

Home 2023 ოქტომბერი
დე ხეა და თურქეთი
ჩანაწერი

დე ხეა და თურქეთი

ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც თავისუფალი აგენტია, კლუბის ძებნას აგრძელებს. დე ხეას სამსახურით თურქული სუპერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. გუნდების ვინაობა არ სახელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ესპანელი მეკარის მიმართ საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ინტერესის შესახებ. 2022-2023 წლების სეზონში დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 58 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ფეხბურთელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ამოეწურა. მხარეებმა...

მეშვიდე უკრაინელი
ჩანაწერი

მეშვიდე უკრაინელი

პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში, „ჩელსის“ უკრაინელმა გარემარბმა მიხაილო მუდრიკმა, „ფულემთან“ გოლი გაიტანა. შეხვედრა „ჩელსის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. უკრაინელისთვის ეს გოლი პრემიერლიგაში სადებიუტო გახლდათ. მუდრიკი მეშვიდე უკრაინელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის მატჩში გოლის გატანა მოახერხა. უკრაინელები, რომლებმაც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანეს: 1. სერჰი რებროვი (ტოტენჰემი) 2. ანდრი შევჩენკო (ჩელსი) 3. ანდრი ვორონინი (ლივერპული) 4....

კვარაცხელია: ორი ოცნება მაქვს…
ჩანაწერი

კვარაცხელია: ორი ოცნება მაქვს…

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიის წიგნში უკვე ჩაწერა. ის და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” მიერ მარადონას გარეშე მოპოვებული ერთადერთი სკუდეტოს გმირები არიან. მოედანზე კვარაცხელია ნებისმიერ მეტოქეს შიშის გარეშე უპირისპირდება, მოედანს მიღმა კი მოკრძალებული ბიჭია. სანამ „აძურისთან” კონტრაქტს გააფორმებდა, ხვიჩას სურდა რომ მის პარტნიორს ნიცა თევზაძეს სამედიცინო განათლების მიღება არ შეეწყვიტა. კომპლიმენტების მოსმენისას ის წითლდება, მაგრამ...

კარვახალმა ვარჯიში გაღიზიანებულმა დატოვა
ჩანაწერი

კარვახალმა ვარჯიში გაღიზიანებულმა დატოვა

დღეს ნეაპოლში, „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში „ნაპოლი” „რეალს” მასპინძლობს. კარლო ანჩელოტის გუნდმა წესის თანახმად „მარადონაზე” ივარჯიშა. ვარჯიშის მსვლელობისას ყურადღება მიიპყრო „თეთრების” ცნობილმა მცველმა დანი კარვახალმა, რომელმაც მოედანი გაღიზიანებულმა დატოვა. როგორც ჩანს, მას რაღაც ეტკინა აქვს. ნეაპოლური პორტალები წერენ, რომ სავარაუდოდ სერიოზული არაფერია, მაგრამ თუ კარვახალი დღეს თამაშს ვერ მოახერხებს,...

ნაპოლი რეალს მიწისძვრით დახვდა
ჩანაწერი

ნაპოლი რეალს მიწისძვრით დახვდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნეაპოლი „რეალს” მიწისძვრით შეხვდა. არ გეგონოთ, რომ გადატანითი მნიშვნელობით, საფეხბურთო მიწისძვრაზე ან რამე ასეთზე ვლაპარაკობდეთ, პირდაპირი გაგებით, 4,0 მაგნიტუდის ბიძგს ვგულისხმობთ. მიწა 2,6 კილომეტრის სიღრმეში იძრა. ეს წუხელ, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის ამ ქალაქში მიწისქვეშა ბიძგები მოხშირდა. ქალაქთან ახლოს მდებარეობს მოქმედი ვულკანი...

ნაპოლი შემობრუნების წერტილთან
ჩანაწერი

ნაპოლი შემობრუნების წერტილთან

ორ შეხვედრაში რვა გოლის გატანამ გუნდს შეიძლება გუნება გამოუკეთოს, მაგრამ არსებითად ვერ შეცვლის. „ნაპოლის” ნამდვილი გამოცდის ჩაბარება სამშაბათ საღამოს მოუწევს, როდესაც კარლო ანჩელოტის „რეალი” „მარადონას” ეწვევა. რუდი გარსიას „ნაპოლიმ” „უდინეზესა” და „ლეჩესთან” შეხვედრებში აჩვენა, რომ შთამბეჭდავ ფორმაშია, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ასე ჟღერს: რამდენად არის ეს გუნდი მზად წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ დიდ ევროპულ სიმძლავრეს, როგორიც...

ინსინიეს თავი ვინ ჰგონია?
ჩანაწერი

ინსინიეს თავი ვინ ჰგონია?

„ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს საქმე „ტორონტოში” სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. მისი გუნდი „სინსინატისთან” 2:3 დამარცხდა. 22 ივნისის შემდეგ ტორონტოელებმა 15 მატჩში 14 მარცხი იწვნიეს და როგორც ჩანს ამაში ადგილობრივი გულშემატკივრები დიდწილად „პარტენოპეელთა” ყოფილ კაპიტანს ადანაშაულებენ — 19 შეხვედრაში მისი მონაგარი მხოლოდ 4 გოლი და 4 საგოლე პასია. გარდა ამისა, ინსინიემ ტრავმის გამო რამდენიმე...

მამარდას ვალენსიამ ბეტისთან ვერაფერი გააწყო
ჩანაწერი

მამარდას ვალენსიამ ბეტისთან ვერაფერი გააწყო

„ვალენსიას” მწვრთნელი რუბენ ბარახა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავის მართლებას არ შეუდგა და სევილიაში, „ბენიტო ვილიამარინზე”, „ბეტისთან” 0:3 დამარცხებისთვის თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა. მან თქვა, რომ მოთამაშეებს ბრძოლის ჟინი და კონცენტრაცია აკლდათ. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ სამიდან ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ გავიდა, რაც მისი აზრით დაუშვებელია, რადგან მისი რამდენიმე ფეხბურთელი 185 სანტიმეტრზე მაღალია… — რასაკვირველია, თავი ბევრი...

აუტსაიდერების წრე
ჩანაწერი

აუტსაიდერების წრე

ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“ 27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა. „დინამომ“...

ბაიერნი ბოატენგს იბრუნებს…
ჩანაწერი

ბაიერნი ბოატენგს იბრუნებს…

ჟერომ ბოატენგი „ბაიერნში“ ბრუნდება. 35 წლის მცველი მიუნხენურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის და, დიდი ალბათობით, „ბაიერნი“ მას უახლოეს საათებში ოფიციალურად წარადგენს. ბოატენგი ბოლოს „ლიონში“ თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია, რაც მიუნხენელებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი მცველი ფაქტობრივად, უფასოდ აიყვანოს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდება.