საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა CNews-ს განუცხადა, რომ „რეალის” ყოფილი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საერთაშორისო ისლამურ ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოსთან” არის დაკავშირებული. ეგვიპტეში 1928 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია საფრანგეთში ტერორისტულად არის გამოცხადებული. მინისტრმა სიტყვასიტყვით ასე თქვა: „ბატონ ქარიმ ბენზემას „მუსლიმთა საძმოსთან” კარგად ცნობილი კავშირები აქვს”.
საუდის არაბეთის კლუბ „ალ იტიჰადის” ცენტრფორვარდი მორწმუნე მუსლიმია. ორიოდ დღის წინ მან მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს: „ჩვენ ვლოცულობთ ღაზას მაცხოვრებლებისთვის. ისინი კვლავ იმ უსამართლო დაბომბვების მსხვერპლნი გახდნენ, რომელიც არც ქალებს არჩევს და არც ბავშვებს”, — დაწერა ბენზემამ სოცილაურ ქსელში.
ქარიმ მუსტაფა ბენზემა 35 წლისაა. მან კარიერა მშობლიურ „ლიონში” დაიწყო, რის შემდეგაც „რეალში” გადავიდა და იქ 14 წელიწადი დაჰყო. „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში ბენზემამ 439 შეხვედრაში 238 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში მას 97 შეხვედრაში 37 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები19/08/2026 | 06:54მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
მთავარი ამბავი18/08/2026 | 09:23როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
სიახლეები18/08/2026 | 07:53რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
