იტალიელი მსაჯი ხუან ლუკა საკი შეიძლება ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, რადგან მან თავის ქალ-ასისტენტს მატჩის წინ ხელი არ ჩამოართვა. „ლეჩესა” და „სასუოლოს” შეხვედრის წინ სერია A-ს არბიტრის საქციელი კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერის მიხედვით რჩება შთაბეჭდილება, თითქოს საკიმ თანამსაჯ ფრანჩესკა დი მონტესთვის ხელის ჩამორთმევას თავი აარიდა.
ჩანაწერში კარგად ჩანს, ინციდენტის შემდეგ რაოდენ მრავალმნიშვნელოვნად გააქნია თავი დი მონტემ. არადა საკის თავისი მეორე ასისტენტისთვის და „ლეჩეს” კაპიტნისთვის გაბრიელ სტრეფეძასთვის სალამი არ დაუმადლებია.
იტალიელ მსაჯთა გამანაწილებელმა ჯანლუკა როკიმ ჩანაწერის ნახვის შემდეგ თქვა: „სექსიზმი ან ცუდი პირადი ურთიერთობა გამორიცხულია. ეს იყო შემთხვევითობა, რომელსაც მცდარი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. მატჩის მსვლელობისას კოლეგებმა შეხმატკბილებულად იმუშავეს. ისინი შეხვედრას მაღალ დონეზე მოემსახურნენ. გასაკვირია, რომ სექსიზმში ბრალს სდებენ იმ ასოციაციას, რომელსაც გენდერული ბარიერების დაძლევა თავის უდიდეს მიღწევად მიაჩნია”.
იმავე ტურში „ფროზინონესა” და „ვერონას” შეხვედრის მთავარი მსაჯი გახლდათ მარია კაპუტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
