შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...
დღე: სექტემბერი 29, 2023
ვინ აგებს და ვინ იგებს ნაპოლის თამაშებს?
„ნაპოლი” გამარჯვების გზას დაუბრუნდა. იტალიის ჩემპიონმა „უდინეზეს” ლამაზად და დამაჯერებლად მოუგო 4:1. სტუმრები იმ ხორცის საკეპ მანქანაში აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ სეზონში „პარტენოპეელებს” სკუდეტო მოუტანა. კვლავ გამოიჩინა თავი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხნის მონატრებული გოლი გაიტანა, პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი შეაგდო, ხოლო ჯოვანი სიმეონემ შარშანდელი ტრადიცია გააგრძელა და თავისი სიტყვა შეცვლაზე შესულმა თქვა. როგორც საიტი areanapoli...
ექვსი შეხვედრა მხოლოდ მესის და კვარას ჰქონიათ
ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან” შეხვედრაში დიდი ხნის ნანატრი გოლი გაიტანა. მეტიც, მან ამ მატჩში ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასიც მიაწოდა. Opta Italia-მ არ დაიზარა და ჯერ ქართველი გარემარბის ის შეხვედრები მოიძია, რომლებშიც მან გოლიც შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ ხვიჩას 6 ასეთი მატჩი ჰქონია: „ვერონასთან”, „სასუოლოსთან”, „იუვენტუსთან”, „სპეციასთან”, „ტორინოსთან” და ახალ სეზონში...
ვინ რამდენ მეგოლეზეა დამოკიდებული
სერია A-ს პირველ ექვს ტურში „ნაპოლის” შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ეს ისეთივე „კარუსელია”, როგორიც „აძურიმ” გასულ სეზონში მოაწყო და წარმატებასაც მიაღწია. „უდინეზესთან” ბოლო ტურის შეხვედრაში გუნდს კიდევ ორი მეგოლე დაემატა — ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი სიმეონე. მანამდე თავი გამოიჩინეს, ვიქტორ ოსიმენმა, პიოტრ ჟელინსკიმ, მატეო პოლიტანომ, ჯაკომო რასპადორიმ და კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. იტალიაში ასეთივე შედეგი...



