ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩასულმა „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ საკლუბო ამბებზეც ილაპარაკა. ის შეეხო სკუდეტოს და ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას თემას.
„გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით მეტ ზეწოლას განვიცდით. ჩვენგან სკუდეტოს მოგებას არავინ ელოდა, ახლა კი ყველა წარმატების გამეორებას გვთხოვს. სკუდეტოს დაცვა ძნელი საქმეა, მითუფრო, რომ მეტოქეები ძალიან გაძლიერდნენ. ჩვენ ბევრი მუშაობა და ერთად დგომა მოგვიწევს.
გარსია? ის გუნდს კარგად შეეგუა, კვალიფიციური მწვრთნელია და თავისი იდეები უკვე გაგვაცნო. მისი სტილი სპალეტის სტილისგან განსხვავდება, რასაც შეგუება და დრო სჭირდება.
„ლაციოსთან” დამარცხება? რომაელებს ძალიან ძლიერი, კონტრშეტევებში გაწაფული გუნდი ჰყავთ. მეორე ტაიმში ისინი ჩვენს კომბინაციებს კარგად კითხულობდნენ”.
სლოვაკეთის ნაკრები 8 სექტემბერს პორტუგალიას, ხოლო 11 სექტემბერს ლიხტენშტაინს მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
