ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „სქაი სპორტის” ეკრანიდან „ნაპოლისა” და „პარტენოპეელთა” სატრანსფერო პერიოდის შესახებ ილაპარაკა. მის ხელთ არსებული ინფორმაცია ასეთი გახლდათ:
„ნეაპოლელები მიმდინარე სატრანსფერო სეზონში ნახევარმცველის ყიდვას აღარ შეეცდებიან. ესპანელი გაბრი ვეიგა სამომავლო ინვესტიციად იყო ჩაფიქრებული. შესაბამისად, კლუბს დარჩენილ დღეებში ახალი ნახევარმცველის დამატების აუცილებლობა არ აქვს. „აძური” მოედნის შუაში კარგად არის დაკომპლექტებული, მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სეზონისწინა მოსამზადებელ პრერიოდში ამ როლში ჯაკომო რასპადორიმაც მოსინჯა თავი და კარგადაც გამოუვიდა.
„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარს შემდეგ ჯერზე მიაშურებს მშვიდად, ახლა კი პიოტრ ჟელინსკის კონტრაქტზე დაასრულებს მუშაობას. პოლონელმა საუდის არაბეთის კლუბს უარი შეუთვალა და „ნაპოლის” მასთან ურთიერთობის მოგვარება ეჩქარება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
