„ფროზინონემ” „ნაპოლისთან” კარგად დაიწყო, პენალტით ანგარიშიც გახსნა, მაგრამ ჯამში იტალიის ჩემპიონმა სერია A-ს დებიუტანტს ყველაფერში აჯობა და 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში შედგა ქართველი გარემარბის გიორგი კვერნაძის დებიუტი იტალიური ფეხბურთის უმაღლეს დონეზე. გიორგი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.
მატჩის შემდეგ, „ფროზინონეს” მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ნეაპოლელთა გამარჯვების მთავარ ფაქტორად პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი დაასახელა.
„ყველა ოსიმენზე ლაპარაკობს, მე კი მინდა ჟელინსკი გამოვყო. ნეტავ არაბეთში გადასულიყო… ის ძალიან ძნელი გასაჩერებელია. დააკვირდით მის გადაადგილებებს, ბურთის ფლობას…
…ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ. სანამ 1:2 იყო, ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა შანსი. მესამე გოლმა ფეხები მგვკვეთა. ამ შეხვედრის ბედი კლასმა გადაწყვიტა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით მუშაობა. უკეთ უნდა წავიკითხოთ შეხვედრა ტაქტიკურად და ეს პროცესში მოხდება.
…მე ჯერ კიდევ მაკლია ცაცია მარჯვენაფლანგელი. პოლიტანოსნაირი. ის ძალიან მჭირდება. ფეხბურთის ჩემეული კონსტრუქციისთვის ასეთი თვისებების ფეხბურთელი პრინციპულად მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს სხვა სიტუაციებიც. ცოტა შემეშინდა კიდეც, რადგან ბევრი ახლგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, არადა სერია A-ს დონეზე თამაშში გამოცდილებიც გვჭირდება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
