დადგა დღე, რომელსაც აღარავინ ელოდა — ჯანლუიჯი ბუფონმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. 45 წლის დიდმა მეკარემ კარიერა „პარმაში” დაიწყო და „პარმაში” დაასრულა, შუალედში კი თამაშობდა „იუვენტუსში” (პირველ ჯერზე 17 წელიწადი), „პარი სენ ჟერმენში” და ისევ „იუვენტუსში”. ბუფონმა იტალიის ნაკრებში ჩაატარა 176 შეხვედრა. ის გახლავთ იტალიის ათგზის ჩემპიონი, საფრანგეთის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი და სხვა აურაცხელი ინდივიდუალური თუ კოლექტიური ჯილდოს მფლობელი.
როდის გაიმართება ბუფონის ფეხბურთიდან გაცილების ცერემონიალი? მხოლოდ მას მერე, რაც მისი აგენტი სილვანო მარტინა „პარმას” ხელმძღვანელებს კონტრაქტის შეწყვეტაზე შეუთანხმდება. ამას მოჰყვება ოფიციალური განცხადება, წერილები ლეგენდარული ფეხბურთელის შესახებ და ცხადია გამოსათხოვარი მატჩიც.
სად იმუშავებს დიდი ეპოქის შემქმნელი მეკარე მოედნიდან წასვლის შემდეგ? იტალიის ნაკრებში. მას დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს. ეს სწორედ ის პოსტია, რომელიც აწ გარდაცვლილ იტალიელ თავდამსხმელს და ბუფონის თანაგუნდელს ჯანლუკა ვიალის ეკავა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
