დღე: აგვისტო 2, 2023

Home 2023 აგვისტო 02 (ოთხშაბათი)
სენსაციები, სენსაციები…
ჩანაწერი

სენსაციები, სენსაციები…

ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი  ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი...

ალ-აჰლიში 20 მილიონად
ჩანაწერი

ალ-აჰლიში 20 მილიონად

მარკოს ლორენტე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა „ალ-აჰლიში“ გადასვლის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდული კლუბი ლორენტეს სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს. 2022/23 სეზონში მარკოსმა ესპანურ პრიმერა დივიზიში ატლეტიკოს მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ოფიციალურად უოტფორდელი…
ჩანაწერი

ოფიციალურად უოტფორდელი…

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდის“ ფეხბურთელია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „უოტფორდი“ სიხარულით ადასტურებს, რომ კლუბს „გენტიდან“ იჯარით ერთი სეზონით ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეუერთდა. გარიგება ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტსაც ითვალისწინებს. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 23 წლის მოთამაშე ჩვენს გუნდში საერთაშორისო გამოცდილებით ჩამოდის – ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გიორგი!“,...

ჯერჯერობით უგუნდონი
ჩანაწერი

ჯერჯერობით უგუნდონი

პირველი აგვისტოსთვის ჯერ კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელია უგუნდოდ. superdeporte წერს, რომ ესპანურ ფეხბურთში შექმნილი დელიკატური ფინანსური მდგომარეობის გამო ლა ლიგის ბევრი გუნდი შეეცდება თავისუფალი აგენტების აყვანით გავიდეს ფონს. ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც წამყვან ევროპულ ლიგებში წარმატებით თამაშის შემდეგ, ცდილობენ კვლავ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ ადგილი. დაიჩი კამადა — 26 წლის; იაპონელმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში...

დიდი ბუფონი მოედანს დაემშვიდობა
ჩანაწერი

დიდი ბუფონი მოედანს დაემშვიდობა

დადგა დღე, რომელსაც აღარავინ ელოდა — ჯანლუიჯი ბუფონმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. 45 წლის დიდმა მეკარემ კარიერა „პარმაში” დაიწყო და „პარმაში” დაასრულა, შუალედში კი თამაშობდა „იუვენტუსში” (პირველ ჯერზე 17 წელიწადი), „პარი სენ ჟერმენში” და ისევ „იუვენტუსში”. ბუფონმა იტალიის ნაკრებში ჩაატარა 176 შეხვედრა. ის გახლავთ იტალიის ათგზის ჩემპიონი, საფრანგეთის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი...

მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია
ჩანაწერი

მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია

 „რომა” პორტუგალიის წარმტაცი რეგიონის ალგარვეს საწვრთნელ ბაზას ჯგუფური სურათით გამოემშვიდობა. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ტექნიკურმა პერსონალმა ფოტო გუნდის თავკაცის ჟოზე მოურინიუს ინიციატივით გადაიღეს. საყოველთაო აზრით, ამ ფოტოთი „განსაკუთრებულს” კლუბის ხელმძღვანელობისთვის უნდოდა შეეხსენებინა, რომ თავდამსხმელი სჭირდება და მათგან მის ყიდვას დიდი ხანია ელის. ფოტოს იდეა იმაშია, რომ მოურინიუს მარჯვნივ დატოვებულია ადგილი გუნდის წარმოსახვითი წევრისთვის, რომელსაც მცველი ჯანლუკა...

ჟირონასთან თამაშის წინ
ჩანაწერი

ჟირონასთან თამაშის წინ

კასტელ დი სანგროში „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის წინა დღეს „ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკის მარჯვენა მუხლზე ბლომად ყინულის დადება მოუხდა. ის ვარჯიშის დროს შუა მოედანზე გაჩერდა, შემდეგ თანაგუნდელები დატოვა, სკამზე ჩამოჯდა და ბოლოს გასახდელისკენ გაეშურა. „ილ მატინო” წერს, რომ საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჟელინსკის მდგომარეობას დღეს კლუბის ექიმები მაინც შეისწავლიან. მეორე მხრივ ფაქტია, რომ რუდი გარსიას ფეხბურთელები...