„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი მოთამაშე მოგროვდა. „უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, რა ბედი ეწევა მათ ახალ სეზონში. ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მოთამაშეებისთვისაც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რეალური შეფასება. ახლა ისინი გუნდში საკმარისზე მეტნი არიან,“ – განუცხადა პოჩეტინომ ჟურნალისტებს ამხანაგურ მატჩში „რექსჰემის“ დამარცხების შემდეგ (5:0). არგენტინელი სპეციალისტი ჩელსის 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ...
შენგელია ათენში
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“. გააგრძელებს. 31 წლის ქართველი კალათბურთელის გადაბირება სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ სურდა, თუმცა ჩანს, სერბებს ბერძნებმა აჯობეს და . შენგელიას აწ უკვე ყოფილი კლუბი – „ვირტუსი“ ქართველის გასხვისების დიდ სურვილს ნამდვილად არ ამჟღავნებდა, მაგრამ „პანათინაიკოსის“ შეთავაზება და სატრანსფერო 3 მილიონი ევრო იტალიელებისთვის მეტად მაცდური გამოდგა. შეგახსენებთ,...
ქოჩორაშვილი ბრუნდება როგორც MVP
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში” დაბრუნდა. როგორც cope.es წერს, ის ოპტიმიზმით არის აღსავსე და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას აპირებს. წერილის სათაურიც ესპანური პორტალისგან გვაქვს ნასესხები. ქართველ ნახევარმცველს „კასტელონში” დიდებული სეზონი ჰქონდა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა მეორე დივიზიონში აღზევებისთვის. პორტალი წერს, რომ „ქოჩომ” „კასტელონის” შემადგენლობაში, RFEF-ის პირველ დივზიონში (რაც ესპანური საკლუბო ფეხბურთის მესამე ლიგაა), 40 შეხვედრა ჩაატარა — 36...
პოლიტანო: ოსიმენს გაუჭირდება
„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა მატეო პოლიტანომ დიმაროში, საწვრთნელ ბაზაზე, „სქაი სპორტის” კორესპონდენტს რამდენიმე კითხვაზე უპასუხა. „მინდა ახალ სეზონში შარშანდელზე მეტი ვითამაშო, მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და მეტი გოლი გავიტანო, — თქვა 29 წლის რომაელმა და დასძინა, — ჩემი სურვილების შესახებ აგენტს ველაპარაკე და კლუბს ის გადასცემს. შემდეგ გამოჩნდება მე და კლუბის ხელმძღვანელები ერთნაირად ვფიქრობთ თუ არა”....
პარამეტრებით ზედგამოჭრილი
სატრანსფერო ბაზარი გაიხსნა. „ნაპოლიმ” ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი დაიმატა — მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელიც აქამდეც მათთან იყო, ოღონდ იჯარის წესით. კლუბში ბევრ ვარიანტს განიხილავენ, რამაც უახლოეს პერიოდში შედეგი უნდა გამოიღოს. ამბობენ, რომ შესწავლილ მოთამაშეთა შორის არის ერთი, რომელიც პარამეტრების მიხედვით რუდი გარსიას გუნდს კარგად უნდა მოერგოს. ეს გახლავთ არგენტინელი ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო. მის შესახებ რადიო...




