დღე: ივლისი 5, 2023

Home 2023 ივლისი 05 (ოთხშაბათი)
ანჩელოტი კოპადან დაიწყებს
ჩანაწერი

ანჩელოტი კოპადან დაიწყებს

2024 წლის ზაფხულიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იქნება. ეს გადაწყვეტილია. იქამდე კი „სელესაოს“ ფერნანდო დინიზი გაწვრთნის. ბრაზილიელებს სურდათ ანჩელოტისთან კონტრაქტი ახლავე გაეფორმებინა, მაგრამ ეს მოხდება 2024 წლის ზაფხულში, როცა 64 წლის სპეციალისტს მადრიდის „რეალთან” კონტრაქტი დაუსრულდება. ანჩელოტის პირველი დიდი ტურნირი „კოპა ამერიკა“ იქნება, რომელიც 2024 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.

ESPN: კვარა მეორეა
ჩანაწერი

ESPN: კვარა მეორეა

ESPN-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია პლანეტის 10 საუკეთესო გარემარბის შესახებ. რეიტინგი გამოქვეყნდა “FC 100”-ის ფარგლებში, სადაც ESPN-მა შეარჩია 10 საუკეთესო მოთამაშე თითოეულ პოზიცაზე. პორტალი განასხვავებს გარემარბსა და ფორვარდს, სადაც გარემარბი არის მოთამაშე, რომელიც ძირითადად ფრთიდან უტევს, ხოლო ფორვარდი უფრო მრავალმხრივია, რომელიც აერთიანებს გარემარბის, შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის უნარებს.   ტოპ 10 გარემარბი ESPN-ის მიხედვით ბუკაიო...

აფრიკამ უელსი მიგვიჩინა
ჩანაწერი

აფრიკამ უელსი მიგვიჩინა

თითქმის მთელი მატჩი – მე-5 წუთიდან მოყოლებული 69-ემდე  სამხრეთაფრიკული ველინგტონის „ბოლანდ სთედიუმზე“ ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები მასპინძელთა გუნდს ამარცხებდა. მაგრამ 69-ეზე ნორჩმა „ქურციკებმა“ თითქოს ხერხემალში გადატეხეს „ლოს პუმიტასი“. არ გაგვიმართლა და კვლავ „დამნაშავე“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებია. ჯერ იყო და, ტურნირის სტარტზე ეს გუნდი სასწაულებრივ დაგვიძვრა და ისე მოგვიგო, რომ...

ვის უნდა ჟელინსკი?
ჩანაწერი

ვის უნდა ჟელინსკი?

სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა სპეციალისტმა ალფრედო პედულამ Sportitalia-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის „ნაპოლისგან” პოლონელი შემტევი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის ყიდვა უნდა. შეგახსენებთ, რომ ჟელინსკის „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისამდე აქვს კონტრაქტი ანუ იტალიის ჩემპიონმა ის ახლა ან მაქსიმუმ საშობაო ბაზრობაზე თუ არ გაყიდა, ერთ წელიწადში მას შეეძლება თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდეს სადაც უნდა და...

მე ნაპოლის ყოველთვის დავიცავ
ჩანაწერი

მე ნაპოლის ყოველთვის დავიცავ

იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” ყოფილ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მშობლიურ ჩერტალდოში სხვა ტოსკანელ ჩემპიონ-მწვრთნელებთან ერთად შეხვედრა მოუწყვეს. სპალეტიმ საღამოზე თავისი შთაბეჭდილებებისა და გეგმების შესახებ ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ მის სიტყვებს: …ნეაპოლში ენთუზიაზმს და სიხარულს მიმაჩვიეს. აქ ყველაფერი სხვანაირად არის. მე კვლავ ვაღებ მოგონებათა ყუთს და ვხედავ, რომ ქალაქი და ჩემი სიყმაწვილის მეგობრები შეცვლილან. შუქნიშნებიც კი დაუყენებიათ… …ერთწლიანი შესვენება...