საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ფიფამ დაადასტურეს, რომ 2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება.
გადაწყვეტილება ფიფას დელეგაციის ჯიდაში ვიზიტის შემდეგ მიიღეს. ტურნირი 2023 წლის 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება.
„მოხარულები ვართ, რომ ჯიდა, თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და რეპუტაციით, საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძელ ქალაქად შეირჩა.
სპორტი არის საუდის არაბეთის მიმდინარე ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა Vision 2030-ის ფარგლებში, რამაც სამეფო ერთერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და საინტერესო ქვეყანად აქცია გლობალურ სპორტში.“ – თქვა იასერ ალ მისეხალმა, საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ფიფას დელეგაციის ვიზიტის დროს განხორციელდა ძირითადი ინფრასტრუქტურის, ობიექტების დეტალური ინსპექტირება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
